“ერთხელ მე მწერალი მოვკალი…“ – როგორ ვახშობთ ბავშვებში ნიჭებს

111

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ბავშვები იზრდებიან და თავის პროფესიაში ნაბიჯების გადადგმას იწყებენ. ასეთ თავისებურად რთულ პერიოდში ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება. მწერალი და რედაქტორი პოლინა ვოლოშინა გვიამბობს, თუ სად ვუშვებთ შეცდომას:

„შეგიმჩნევიათ, რომ ბევრ მშობელს რცხვენია თავისი შვილის შექება? სანამ პატარები არიან, არ იშურებენ ქათინაურებს: „მან თვითონ ისწავლა მაისურის ჩაცმა“, “მაშომ თვითონ გაიშალა საწოლი“, „თაკომ ათიანებზე დაამთავრა სემესტრი“… როდესაც ბავშვი გაიზრდება, მშობლების უმრავლესობა წყვეტს შვილების ქებას, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით.
პირველი მცდელობების დროს ვხედავთ უსწორმასწორო ხაზებს: აი, აქ ტექსტში გამეორებებია, სიმღერაში – არასწორი ტონალობები… აქ არასწორი ნაკერია… და აი, დილემა – მოვიქცეთ, როგორც კარგი მშობელი? შევაქოთ ნებისმიერი მცდელობისთვის, თვალები დავხუჭოთ და გავუგზავნოთ მეგობრებს თხოვნით, რომ ნახონ, მოუსმინონ, შეაფასონ და აუცილებლად შეაქონ? „ნინი, შენ გენიოსი ხარ!” ან მოვიქცეთ, როგორც პროფესიონალი: “მაინც ბავშვი უკვე პატარა აღარაა, არ ღირს ნებისმიერი მცდელობისთვის მისი ცაში აყვანა”… მაგრამ თუ უკვე ასე მოიქეცით, მზად იყავით სერიოზული კრიტიკისთვის!

სასწორის ერთ მხარეს რისკია, გაზარდოთ ადამიანი, რომელიც თავისი „არამიწიერი ნიჭიერებით“ გაამრავლებს ცუდ მუსიკას, კინოს, ლიტერატურას… სასწორის მეორე მხარეს არის ნამდვილი ნიჭი, რომელიც თავის დროზე საკუთარი უადგილო კრიტიკით დათრგუნეთ.

ჩემი არჩევანი არასწორი იყო. მე მოვიქეცი, როგორც პროფესიონალი და არა როგორც დედა. ჩემი ბიჭის ორი გატაცებიდან – წერა და ხატვა, დამოუკიდებლად ავირჩიე პირველი, რადგან შევადარე მისი ნახატები ტექსტებს და მივხვდი, რომ არ წერდა ცუდად, თუმცა იყო ბევრი სამუშაო. მაგრამ ხატვით, ჩემი აზრით, ის აბსოლუტურად უპერსპექტივოდ ხატავდა. ტექსტებზე მუშაობის დროს ვაკრიტიკებდი, ვუხსნიდი, ვაიძულებდი გადაეკეთებინა, შეესწორებინა კიდევ და კიდევ…

16 წლის მოზარდისგან იმდენი შევძელი, რომ როდესაც უფროსები მის სტატიებს კითხულობდნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს 16 წლის მოზარდის დაწერილი იყო. მან დედის რედაქტორობის შესანიშნავი სკოლა გაიარა. უმაღლეს შეფასებას იღებდა ყველა წერით სამუშაოში. მასწავლებლები აღფრთოვანებულები იყვნენ, 200-მდე მოწონება ჰქონდა პროფესიონალ რესურსებზე. 18 წლის შემდეგ, საერთოდ შეწყვიტა წერა.
ახლაც ვერ იტანს წერას, მე კი ვნანობ, რომ გადავაჭარბე. ასე რომ, ახლა ნებისმიერი ტექსტი მისთვის სიმაღლის გადალახვაა – მან უნდა წეროს ისე, რომ მე მომეწონოს. ანუ წერის პროცესში მან იცოდა, რომ იდეალურად არ გამოუვიდოდა და ამიტომაც აუცრუვდა გული.

ყოველ ჯერზე, როცა ვაიძულებდი – გადაეკეთებინა ჩემი პროფესიონალური შეხედულებით უხარისხო „პროდუქტი“, ვფიქრობდი არა მასზე, არამედ ხალხზე, თუ როგორ წაიკითხავენ და აღმოაჩენენ შეცდომებს. თუ როგორ შეილახება ჩემი რეპუტაცია იმისგან, რომ მათ შევთავაზე სუსტი ტექსტი. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი სწორად.
ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც თავის მოზარდ შვილებს ჩემსავით ექცევა, განსაკუთრებით, თუ ისინი საკუთარ ძალებს სინჯავენ სხვადასხვა სფეროში. მუსიკოს ბავშვებს მუსიკოსი მშობლები ჰყავთ, მწერალ ბავშვებს – მწერალი მშობლები, სპორტსმენ ბავშვებს – სპორტსმენი მშობლები.
იცით, რა? ჩემს შვილს ისევ უნდა ხატვა, მე აღარ ვერევი და თუ ოდესმე ვიხილავ მის ნახატებს, აუცილებლად შევაქებ, რადგან გაკრიტიკება სხვებსაც შეუძლიათ, მშობლები კი იმისთვის არიან, რომ უყვარდეთ, აღფრთოვანდნენ და ყველაფერში გვერდში დაუდგნენ. დიდი ალბათობით, თქვენი შვილი დაგიმახსოვრებთ არა როგორც მკაცრ მასწავლებელს, არამედ მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანად.

ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სამყაროს გადარჩენა უნიჭობისაგან! დაე, თქვენმა შვილმა წეროს, ხატოს, იმღეროს, იცეკვოს და გადაიღოს ფილმები. შეაქეთ და ნუ შეგრცხვებათ ამის ხმამაღლა თქმის. გააკეთეთ ეს არა როგორც პროფესიონალმა, არამედ როგორც მშობელმა. მშობლიური სიყვარულის გამომჟღავნება კი სამარცხვინო არ არის.

 წყარო

ჩატვირთვა...