როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სიკეთის კეთებას?

425

„გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.“  (იგავები 22:6)

ბავშვის სწორად აღზრდა საპასუხისმგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელი კი ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს. მშობელმა დიდი დრო უნდა დაუთმოს შვილთან ურთიერთობას, მასთან ერთად თამაშსა და სწავლას. იმისათვის, რომ ბავშვი იყოს კეთილი და მზრუნველი, ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.

  1. პრიორიტეტული უნდა გავხადოთ სხვებზე ზრუნვა.

მშობლები მიდრეკილნი არიან იმისაკენ, რომ პრიორიტეტად აქციონ შვილების ბედნიერება და მიღწევები და არა მათი თანამონაწილეობა სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ბავშვებმა უნდა შეძლონ საკუთარი და სხვისი მოთხოვნების გათანასწორება. მაგ.: ბურთის ჩაწოდება მეგობრისთვის, ან სულაც თანაკლასელის დაცვა მოძალადე მოსწავლეებისგან. როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთ შედეგს? მშობლებმა ბავშვებს ხშირად უნდა შეახსენონ, რომ სხვაზე მზრუნველობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „ყველაზე მთავარი ის არის, რომ შენ იყო კმაყოფილი“, თქვით ასე: „ყველაზე მთავარია ის, რომ შენ ხარ კეთილი.“ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოზარდები ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ სხვებს, მიუხედავად იმისა, გადაღლილები და გაბრაზებულები არიან თუ არა. ჰკითხეთ მასწავლებელს თქვენი შვილის მეგობრებთან ურთიერთობის შესახებ და ასევე იმითაც დაინტერესდით, შემთხვევით ვინმეს ხომ არ ჩაგრავს.

  1. უნდა მივცეთ ბავშვს ზრუნვისა და მადლიერების გამოხატვის საშუალება.

ჩვენ უნდა ვიყოთ ბავშვებისთვის მადლიერების მაგალითნი. „ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს.“ (ფილიმონის მიმართ 1:4). ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ღმერთისა და მზრუნველი ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის საშუალება. ჩვენც მუდმივად უნდა ვიყოთ მიდრეკილნი თანაგრძნობის, სიკეთისა და პატიებისკენ. ეს იქნება მაგალითი ბავშვებისთვის და კარგ ნაყოფსაც გამოიღებს. მადლიერება ყოველდღიური რიტუალი უნდა გახდეს, სადილობისას, ძილის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ბავშვებისთვის ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბავშვი კეთილგანწყობილი და ზრდილობიანი იყოს თუნდაც მაღაზიის გამყიდველების მიმართ.

  1. მშობელი – საუკეთესო მაგალითი.

იმისათვის, რომ მაგალითი მისცეთ შვილს, თავად უნდა იყო კეთილი, მზრუნველი და პატიოსანი. ბავშვების ნდობა და პატივისცემა რომ დაიმსახუროთ, საკუთარი დანაშაულისა და ნაკლოვანებების აღიარება უნდა შეგეძლოთ. ამასთან ერთად, ბავშვის გაგება და აზრის მოსმენაცაა საჭირო. დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს და სიკეთის კეთებაში დაიხმარეთ ბავშვებიც. ბიბლია გვასწავლის: „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება.“ (იგავები 3:27).

დაეხმარეთ ბავშვს ნეგატიური გრძნობების დაძლევაში. ბრაზი, შური – ამ გრძნობების არსებობა ადამიანს სხვა პიროვნებაზე ფიქრში უშლის ხელს. თქვენი დახმარებით, ბავშვს ასეთი ემოციებისადი სწორი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს. აივსეთ სიყვარულით და გაუზიარეთ დადებითი ემოციები, გრძნობები შვილებს, რადგან ბიბლია გვასწავლის: „ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.“ (იაკობი 1:20).

 

წყარო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan