მშობლებს არ ვყიდით…

181

ცოლ-ქმარი შევიდა მაღაზიაში, სადაც საბავშვო სათამაშოები იყიდებოდა. დიდხანს ათვალიერებდნენ თაროებზე, მაგიდებზე, იატაკზე დალაგებულ სათამაშოებს. აქ იყო მოცინარი და მოტირალი თოჯინები, ელექტრონული სათამაშოები…

მიუხედავად სათამაშოების სიმრავლისა, ცოლ-ქმარს ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა ეყიდა. მათთან თავაზიანი გამყიდველი მივიდა და დახმარება შესთავაზა.

– „იცით“, – თქვა ცოლმა, – „პატარა გოგონა გვყავს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში სახლში არ ვართ.“

– „ჩვენი გოგონა იშვიათად იღიმება,“ – დაამატა ქმარმა.

– „გვინდა რაღაც ისეთი ვუყიდოთ, რაც მას გააბედნიერებს,“ – გააგრძელა ქალმა. – „მაშინაც კი, როცა ჩვენ სახლში არ ვიქნებით… რაღაც, რაც მას გაართობს, დაამშვიდებს მარტო ყოფნისას.“

– „მაპატიეთ,“ – გაიღიმა გამყიდველმა. – „ჩვენ მშობლებს არ ვყიდით.“

ბავშვის გაჩენა ნიშნავს შვილთან ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომ მასზე უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს ვერაფერს მოიფიქრებს ადამიანი. შვილები მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან: „შენ დამიძახე და მეც მოვედი. რას მომცემ?“ აქ იწყება აღმზრდელობითი ამოცანა მთელი თავისი სისავსითა და სიღრმით.

ერთმა თხუთმეტი წლის მოზარდმა ეს შემდეგნაირად გამოხატა:

რძე მინდოდა და მატყუარა საწოვარა მომცეს.
მშობლები მინდოდა და სათამაშო მივიღე.
ლაპარაკი მინდოდა და ტელევიზორი მომცეს.

სწავლა მინდოდა და მივიღე სკოლის დამთავრების მოწმობა.
მინდოდა ფიქრი და მივიღე ცოდნა.
მინდოდა მქონოდა საკუთარი შეხედულება, ჩამინერგეს იდეა.
მინდოდა სიყვარული და მივიღე მორალი.
მინდოდა პროფესია და მომცეს ადგილი.
მინდოდა ბედნიერება და მივიღე ფული.
მინდოდა თავისუფლება და მიყიდეს ავტომობილი.
მინდოდა ცხოვრებაში ადგილი მქონოდა და მივიღე კარიერა.
მინდოდა იმედი და მივიღე შიში.
მინდოდა შეცვლა და ვიგრძენი, რომ არავის ესმოდა ჩემი.
მინდოდა მეცხოვრა…

წყარო: 

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort