როგორ შევინარჩუნოთ სექსუალური სიწმინდე ქორწინებაში?

194

დეილი (სინამდვილეში მას სხვა სახელი ჰქვია) ჩემთან ტირილით მოვიდა. სასოწარკვეთილი იყო და რცხვენოდა საკუთარი საქციელის. მითხრა: „არ ვიცი, რა მომივიდა და რატომ მომივიდა, მაგრამ მე ჩემს ცოლს ვუღალატე. მან ამის შესახებ შეიტყო და მშორდება.“

ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის.

კითხვა, რომელზეც მინდა, რომ დაფიქრდეთ, ასე ჟღერს: „ღირს ღალატი იმ ფასად, რა ფასადაც უჯდებათ ის ადამიანებს? ღირს სიძვა და პორნოგრაფია ამ ფასად?“

მე ყოველთვის ვასწავლი ადამიანებს იმის შესახებ, რომ ინტიმური ურთიერთობა არის ღვთის საჩუქარი და ეს მართლაც ასეა. მას სურს, რომ თქვენ სიყვარულით სავსე ინტიმური ურთიერთობა გქონდეთ მეუღლესთან. ეს არის ღვთის გეგმა და საკუთარი ორმოცწლიანი ოჯახური ცხოვრების გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მშვენიერია, როცა ღვთიური ჩანაფიქრი სრულდება ამ საკითხში.

ცოტას თუ სურს ამის მოსმენა და კიდევ უფრო ნაკლებს სჯერა ამის დღევანდელ დღეს, მაგრამ შემთხვევითი ინტიმური კავშირი უცხოსთან, ასევე მრუშობა და პორნოგრაფია, ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს. ტრაგიკულია, მაგრამ ადამიანები ყურადღებას უფრო მეტად უზნეობის „გვერდით უპირატესობებზე“ ვამახვილებთ, ვიდრე იმ ძვირ ფასზე, რომელსაც ვიხდით ჩვენი ორგულობისა და ღალატისთვის.

გამოკვლევების თანახმად:

  • ქორწინებათა 41% – ფიზიკური ან ემოციური ღალატი ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მხრიდან.
  • დაოჯახებულ მამაკაცთა 22%-სა და გათხოვილ ქალთა 14%-ს ერთხელ მაინც უღალატია მეუღლისათვის თავიანთი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში.
  • მამაკაცების 74% და ქალბატონების 68% ამბობს, რომ წამოიწყებდნენ „ურთიერთობას“ ოჯახის ფარგლებს გარეთ, თუკი ეცოდინებოდათ, რომ ამის შესახებ ვერასოდეს ვერავინ გაიგებდა.
  • ყოველ წამს 30 ათას ადამიანზე მეტი უყურებს პორნოგრაფიას.

რატომ მარცხდება უამრავი ადამიანი?  

ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლით:

  • სექსუალური მოწყენილობა (ჩვენ ვფიქრობთ, რომ აკრძალული ხილი უფრო გემრიელია და ინტიმური ურთიერთობა სხვასთან უფრო კარგი იქნება).
  • ჩვენს ამჟამინდელ ურთიერთობებში არსებული დაუკმაყოფილებელი სექსუალური და ემოციური მოთხოვნილებანი.
  • სიყვარული „ნადირობს“.
  • „ადამიანის გულის მონადირების“ აზარტულობა.
  •  ეჭვი იმისა, რომ მიმზიდველნი და სასურველნი ვართ.
  • ცოდვისგან მიღებული სიამოვნება (თუმცა ის ხანმოკლე და წარმავალია).
  • გრძნობებზე დამოკიდებულება უფრო დიდია, ვიდრე ღვთის მცნებების ერთგულება.
  • ჩვენი წარმოსახვა ჩვენს რეალობაზე უკეთესია.

შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს ღალატისათვის, მაგრამ, ალბათ, უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ არ დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოგვიწევს ჩვენი აკრძალული სექსუალური „საგმირო საქმეებისთვის“.

ხშირად ვივიწყებთ ან არად ვაგდებთ იმ შედეგებს, რომლებიც უნდა ვიწვნიოთ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში:

  • მეგობრებთან, შვილებსა და ნათესავებთან გაფუჭებული ან გაწყვეტილი ურთიერთობები.
  • განქორწინებასთან დაკავშირებული სერიოზული ფინანსური შედეგები.
  • ღვთისგან მოცემული მისიისა და მიზნის დაკარგვა ცხოვრებაში.
  • ემოციური ჭრილობები და დაკარგული სიხარული.
  • საკუთარი თავის პატივისცემისა და ასევე სხვებისგან პატივისცემის დაკარგვა.
  • ფიზიკური დაავადებანი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები).

სექსუალური სიწმინდის დაცვისთვის დიდი მოტივატორია ზნეობრივი ქცევის ფასზე ფიქრი. ჰკითხეთ ნებისმიერს, ვინც ეს შედეგები იწვნია და ისინი გიპასუხებენ, რომ ღალატი არ ღირს ამად.

მრავალი წლის წინ, ერთმა მამაკაცმა პირდაპირ მითხრა: „წამიერი სიამოვნება იმ ყველაფრის დაკარგვის ფასად დამიჯდა, რაც ნამდვილად ფასეულია ჩემთვის.“

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ საწამლავს დავლევთ, ეს სიკვდილს გამოიწვევს. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ასეთი არაგონივრული საქციელის ფასს, თუმცა ბრიყვულად ვერთობით მრუშობითა და პორნოგრაფიით და ვფიქრობთ, რომ ეს არ დაგვაზიანებს. მიუხედავად ამისა, ზიანი აშკარაა.

ერთხელ ვიღაცამ მკითხა: „თქვენ ოდესმე შებრძოლებიხართ ცდუნებას?“

დაუფიქრებლად ვუპასუხე: „რა თქმა უნდა, მეც ვდგები ცდუნებათა წინაშე, მაგრამ პრობლემა ცდუნებაში არ არის. იესოც ყველაფერში გამოცადა სატანამ (ებრაელთა 4:15), ზუსტად ისე, როგორც მე. ცოდვით კი მაშინ ვცოდავ, როცა ვწყვეტ ბრძოლას და ვნებდები.“

მაშ, რის გაკეთება შეგვიძლია?

თქვენ, როგორც მეუღლეს, რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ იმისათვის, რომ გაიხაროთ და ისიამოვნოთ თქვენს მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობით (იგავები 5:17-19: „მხოლოდ შენი იყოს ისინი და არა შენთან მყოფ უცხოთესლთა. კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ!“) და დარჩეთ მისი ერთგული?

  • გაექეცით სექსუალურ უზნეობას (1 კორინთელთა 6:18). ნუ დააყოვნებთ. გაექეცით ცდუნებას! შეწყვიტეთ ბინძური სასიყვარულო რომანების კითხვა. აღარ უყუროთ იმ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებიც უწმინდურ აზრებსა და სურვილებს აღძრავს.
  • შეხედეთ ამ საკითხს მომავლის პერსპექტივით. რა მნიშვნელობა ექნება თქვენს დაცემას ან ღალატს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მომავალ წლებში?
  • დააყენეთ ფილტრები და პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს კომპიუტერებსა და სმარტფონებზე.
  • დაფიქრდით შესაძლო შედეგებზე.
  • სთხოვეთ თქვენს ღვთისმოშიშ მეგობრებს (ეკლესიატე 4:9-12), მხარი დაგიჭირონ ამ ბრძოლაში, მოგთხოვონ ანგარიშის ჩაბარება.
  • იარეთ სულიწმიდის სინათლეში (გალატელთა 5:16).
  • დაადგინეთ და დაიცავით ბრძნული საზღვრები. მაგალითად, არასოდეს დარჩეთ მარტო საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელთანაც არ გაქვთ ნათესაური კავშირი. ამ წესს თუ დაიცავთ ურთიერთობებში, მრუშობას თავიდან აირიდებთ.
  • იარეთ სულიწმიდის ძალასა და სინათლეში (გალატელთა 5:16)

 

ჩვენ ვებრძვით საკუთარ ხორცს. გულახდილად რომ ვთქვათ, თითოეულ ჩვენგანს უფსკრულს ერთი ნაბიჯი გვაშორებს. თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ არ გემუქრებათ ზნეობრივი დაცემა, რადგან საკმარისად ძლიერი ხართ (1 კორინთელთა 10:12).

ამ ყოველივეს მიუხედავად კარგი ამბავი ისაა, რომ ღმერთი ერთგულია (1 კორინთელთა 10:13) და ის ყოველთვის მოგვცემს გამოსავალს.

უბრალოდ, ფართო გზიდან ვიწრო გზაზე უნდა გადავუხვიოთ, რომლის ბოლოც საუკუნო სიცოცხლეა.

წყარო: 

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort