როდესაც კლაივ ს. ლუისი შეხვდა ბილი გრემს

363

უდავოა, რომ ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა ბილი გრემზე უფრო გავლენიანი მახარებელი. მიუხედავად ამისა, როგორც ჩემმა მეგობარმა ჯასტინ ტეილორმა აღნიშნა: „გრემის სიმართლე ზუსტად იგივე სიმართლეა, რაც ნებისმიერი სხვა ქრისტიანის. მისი სამოსელი ჩვენი სამოსელია, ანუ ის, რითაც ქრისტემ შეგვმოსა.“

მე არ შემიძლია რაიმე შევმატო იმ ისტორიებსა და დამოწმებებს, რაც სხვათა მიერ უკვე ითქვა გრემის შესახებ და არც ვეცდები ამის გაკეთებას. ნაცვლად ამისა, მე შემოგთავაზებთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ისტორიას: მცირე მონაკვეთს კ. ს. ლუისისა და ბილი გრემის შეხვედრის შესახებ.

თავის ბოლო ინტერვიუში, ლუისს ჰკითხეს მოსაზრება ბილი გრემთან დაკავშირებით. მან უპასუხა: „მე ერთხელ მქონდა სიამოვნება ბილი გრემთან შეხვედრისა. ჩვენ ერთად ვისადილეთ კემბრიჯის უნივერსიტეტში მისი ვიზიტისას 1955 წელს, როდესაც იგი მისიონერულ მსახურებას ეწეოდა სტუდენტებთან. მივხვდი, რომ ის ძალიან მოკრძალებული და გამჭრიახი კაცი იყო და ძალიან მომეწონა“.

თავის მხრივ, გრემმა ლუისის შესახებ თქვა:

„ვღელავდი, რომ ლუისთან საუბარი შემბოჭავდა“, – აღიარა მოგვიანებით ბილმა, „მაგრამ შევხვდი თუ არა მას, მაშინვე დავმშვიდდი. მივხვდი, რომ ის არა მხოლოდ განათლებული და სიტყვამოსწრებული ადამიანი გახლდათ, არამედ თავმდაბალი, თავაზიანი და სასიამოვნო. ის ნამდვილად დაინტერესებული იყო ჩვენი შეხვედრებით“.

მოკრძალებული. გამჭრიახი. თამდაბალი. სასიამოვნო. მე ვილოცებ, რომ ჩემს ამ ორ გმირს ვგავდე, უპირველეს ყოვლისა, არა მათ მიღწევებში, არამედ მათ თავმდაბლობასა და სიყვარულში.

 

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

ჩატვირთვა...