არარსებული როკფელერი, ანუ გჯეროდეს საკუთარი თავის!

497

ერთი ბიზნესმენი, რომელიც ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული, პარკში იჯდა და თავჩაღუნული ფიქრობდა , როგორ შეიძლებოდა ეხსნა კომპანია სრული გაბანკროტებისგან. გამოსავალი არ ჩანდა, კრედიტორები ძლიერ ავიწროვებდნენ და არც რაიმე აზრი მოსდიოდა თავში. უეცრად მის წინ მოხუცი გაჩნდა, “მე ვხედავ, რომ რაღაც გაწუხებთ”– უთხრა მან და მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ბოლომდე მოუსმინა, თქვა : “მე მგონია, რომ შევძლებ თქვენს დახმარებას”. მან იკითხა ბიზნესმენის გვარი, ჩეკი გამოწერა და ხელში მიაჩეჩა, გაოცებულ მამაკაცს, თან დასძინა: “აიღეთ ეს ჩეკი, ზუტად ერთ წელში შევხვდეთ ამავე ადგილას და თქვენ შეძლებთ მის დაბრუნებას!” ამის შემდეგ ის ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

მამაკაცმა ხელში შერჩენილ ჩეკს დახედა, რომელზეც 500 000 დოლარი იყო გამოწერილი, ხოლო ხელს იმ დროისთვის ერთ – ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ როკფელერი აწერდა.

“მე შემიძლია ერთ წამში მოვუღო ბოლო ჩემს ყველა პრობლემას.”- ფიქრობდა ბიზნესმენი, თუმცა განაღდების მაგიერ მან ჩეკი პირად სეიფში შეინახა.ამ ჩეკის არსებობაზე ერთი გაფიქრებაც კი ძალას აძლევდა მოეფიქრებინა ახალი გზები საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად.

განახლებული ოპტიმიზმით მან შეძლო დაედო ხელსაყრელი კონტრაქტები და შეემუშავებინა სესხის დაფარვის ახალი პირობები. მან მოახერხა რამდენიმე დიდი შესყიდვის განხორციელებაც. რამდენიმე თვეში ის გამოძვრა ვალებიდან და დაიწყო დაგროვება. ზუსტად ერთი წლის თავზე ის დაბრუნდა იმავე ადგილას გაუნაღდებელი ჩეკით.დათქმულ დროს ისევ გამოჩნდა მოხუცი და როდესაც მამაკაცი აპირებდა მისთვის თავისი წარმატების ისტორიის გაზიარებას, უეცრად მოხუცს მედდა ეცა, და კაცს უთხრა : “როგორც იქნა, დავიჭირე, იმედი მაქვს არ შეგაწუხათ, ის ყოველთვის გარბის სახლიდან და თავს როკფელერად ასაღებს?!”

ბიზნესმენი გაოცებისგან სახტად დარჩენილი იდგა. მას მთელი წელი იმედი ჰქონდა, რომ სეიფში ნახევარი მილიონი ედო, უეცრად ის მიხვდა რომ არა ფულმა (რეალურმა თუ მოჩვენებითმა), არამედ იმედმა,რწმენამ და თავდაჯერებულობამ გადაატრიალეს მისი ცხოვრება.

ჩატვირთვა...