ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

163

„დიდი ადამიანი თავის სიდიადეს სწორედ იმით ავლენს, თუ როგორ ეპყრობა ადამიანებს, რომლებიც მასზე დაბლა დგანან.“ (კარლაილი)

1931 წლის 7 მაისს ნიუ-იორკის მცხოვრებნი მოწმენი გახდნენ პოლიციელთა ყველაზე სენსაციური ალყისა, რაც კი ოდესმე უნახავთ ამ ქალაქში. მრავალი კვირის ძებნის შემდეგ ცნობილი მკვლელი კროული, ბოლოს და ბოლოს, მოიმწყვდიეს და დაიჭირეს საყვარლის ბინაში, უესტ-ენდ-ავენიუზე.

ას ორმოცდაათმა პოლიციელმა და მაძებარმა შემოარტყა ალყა დამნაშავის თავშესაფრის ზემო სართულს და სახურავში არსებული ხვრელიდან შეშვებული ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ცდილობდნენ კროულის გარეთ გამოგდებას. გარშემო მდებარე შენობებზე ტყვიამფრქვევები დადგეს და მთელი საათის განმავლობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ კვარტალში პისტოლეტებისა და ტყვიამფრქვევების ხმა ისმოდა… კროული სკამს ამოფარებული ესროდა პოლიციას. ათი ათასი აღგზნებული მაყურებელი თვალს ადევნებდა ამ უჩვეულო ბრძოლას. მსგავსი არასოდეს არაფერი უნახავთ ნიუ-იორკის ქუჩებში და როდესაც კროული შეიპყრეს, პოლიციის კომისარმა მალრუნიმ განაცხადა, რომ იგი ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე საშიშ დამნაშავეს წარმოადგენდა.

კი მაგრამ, როგორად მიიჩნევდა თავს თვითონ კროული? ეს ჩემთვის ცნობილია, რადგან ვიდრე პოლიცია ესროდა, მან დაწერა წერილი „მათი მისამართით, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს.“ წერის დროს მისი ჭრილობიდან გამონადენი სისხლი ეწვეთებოდა ქაღალდზე. წერილში კროული წერდა: „ჩემი სამოსლის ქვეშ ძგერს მოუსვენარი, მაგრამ კეთილი გული, რომელიც არავის ერჩის.“

ცოტა ხნით ადრე კროული მიდიოდა ლონგ-აილენდისკენ მიმავალ ერთ-ერთ საგარეუბნო გზაზე. მანქანა რომ გააჩერა, მოულოდნელად მასთან პოლიციელი მივიდა და მართვის მოწმობა მოსთხოვა. კროულს სიტყვაც არ უთქვამს, ამოიღო რევოლვერი და პოლიციელს ესროლა. პოლიციელი რომ დაეცა, კროული მანქანიდან გადმოვიდა და კიდევ ერთი ტყვია დაახალა მას.

ჰოდა, ეს მკვლელი ამბობს: „ჩემი სამოსლის ქვეშ ძგერს მოუსვენარი, მაგრამ კეთილი გული, რომელიც არავის ერჩის.“

კროულის ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს და როდესაც ის ციხე „სინგ-სინგის“ სიკვდილმისჯილთა კამერაში შეიყვანეს, როგორ გგონიათ, რა თქვა? რა და: „აი, რა მივიღე ადამიანების ხოცვისათვისო“? ნურას უკაცრავად, მან თქვა: „აი, რა მივიღე იმისათვის, რომ თავს ვიცავდი.“

საქმეც ის არის, რომ კროული თავს არაფერში იდანაშაულებდა.

იქნებ ეს უჩვეულოა დამნაშავისათვის? ასე თუ ფიქრობთ, წაიკითხეთ შემდეგი ფრაზა: „ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში ვცდილობდი, სიამოვნება მიმენიჭებინა ადამიანებისათვის, ვეხმარებოდი მათ დროის კარგად გატარებაში და რა მივიღე ამისათვის? მხოლოდ შეურაცხყოფა და ნიადაგ დევნილი ადამიანების არსებობა“. ეს სიტყვები ეკუთვნის ალ კაპონეს. დიახ, ერთ დროს უდიდეს ამერიკელ დამნაშავეს, ბანდის მეთაურს. კაპონე არ კიცხავს თავის თავს. პირიქით, მას თავი მიაჩნია კეთილისმყოფელად, რომელსაც ვერ გაუგეს და ვერ დააფასეს.

ზუსტად ასევე, შულცმა, ნიუ-იორკის ერთ-ერთმა უდიდესმა დამნაშავემ, ინტერვიუს დროს კორესპონდენტებს განუცხადა, რომ თავისი თავი საზოგადოებრივ კეთილისმყოფელად მიაჩნდა და ამის მტკიცედ სჯეროდა.

მახსოვს, საინტერესო მიმოწერა მქონდა ციხე „სინგ-სინგის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელმაც ერთხელ მომწერა: „ძალიან ცოტაა ისეთი დამნაშავე, რომელიც საკუთარ თავს ცუდ ადამიანად მიიჩნევს. ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც მე და თქვენ. ისინი ახსნას უძებნიან საკუთარ საქციელს და შეუძლიათ განგიმარტონ, რატომ უნდა გაეტეხათ სეიფები, ანდა უმალ გამოეკრათ სასხლეტისთვის. მათი უმრავლესობა ცდილობს საკუთარი ანტისაზოგადოებრივი საქციელის გამამართლებელი არგუმენტების დასახელებას და მტკიცედ აცხადებს, რომ ისინი არ უნდა ჩაესვათ ციხეში.“

იმ შემთხვევაში, თუ ალ კაპონეს, კროულის და შულცის მსგავსი თავზეხელაღებული დამნაშავენი არ იმტყუნებდნენ თავს, რაღას უნდა მოველოდეთ იმ ადამიანებისაგან, რომელთაც ყოველდღე ვხვდებით?

ჯონ ვენმეიკერმა ერთხელ თქვა: „ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინათ მივხვდი, რომ სიბრიყვეა რაღაცის გულისათვის აურზაურის ატეხვა. მე ჩემი უსიამოვნებანიც მყოფნის, რომ თავი არ გავიცხელო იმის გამო, რომ ღმერთმა ყველას თანაბრად არ მისცა ჭკუა“. ვენმეიკერმა ადრე ისწავლა ეს გაკვეთილი, მე კი მთელი მესამედი საუკუნე დამჭირდა, ვიდრე მივხვდებოდი, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ადამიანებს არ უყვართ თავის გამტყუნება, რაოდენ დამნაშავენიც არ უნდა იყვნენ.

უსარგებლოა ადამიანის კრიტიკა რაღაცის გულისათვის, რამდენადაც, კრიტიკა აიძულებს კაცს საკუთარი პატიოსნების დაცვას და ჩვეულებრივ, თავის მართლების სურვილს აღუძრავს. კრიტიკა საშიშია, რადგან ადამიანის სიამაყეს ლახავს, ამცირებს მის ღირსებას და წყენას იწვევს.

გერმანულ არმიაში ჯარისკაცს უფლება არ აქვს უჩივლოს მეორე ადამიანს, ამ უკანასკნელის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენისთანავე. იგი მოვალეა მეორე დილამდე მოითმინოს, რომ რისხვა დაუცხრეს. დაუყოვნებლივ თუ იჩივლებს, დასჯიან. ცუდი არ იქნებოდა, ასეთი კანონი სამოქალაქო ცხოვრებაშიც რომ არსებობდეს. კანონი მეტისმეტად მკაცრი მშობლებისათვის, ანჩხლი ცოლებისათვის და, საერთოდ, შარიანი ადამიანებისათვის.

ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის, რომელიც კრიტიკის უსარგებლობაზე მეტყველებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ცნობილი კინკლაობა თეოდორ რუზველტსა და პრეზიდენტ ტაფტს შორის; კინკლაობა, რომელმაც გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის გაყოფა, თეთრ სახლში ვუდრო ვილსონის გამოჩენა და ისტორიის მთელი მსვლელობის შეცვლა.

მოკლედ განვიხილოთ ფაქტები: როდესაც თეოდორ რუზველტმა 1908 წელს თეთრი სახლი დატოვა, ტაფტი პრეზიდენტი გახდა. შემდეგ რუზველტი ლომებზე სანადიროდ გაემგზავრა აფრიკაში, ხოლო როცა დაბრუნდა, გაცხარებით იწყო თავისი უკამყოფილების გამოხატვა ტაფტის მიმართ. ის ბრალს სდებდა ტაფტს კონსერვატიზმში, ცდილობდა მესამე გამარჯვების მიღწევას საპრეზიდენტო არჩევნებში, შექმნა ახალი პარტია და ლამის დაშალა რესპუბლიკური პარტია. არჩევნებში ტაფტმა და რესპუბლიკურმა პარტიამ მხოლოდ ორ შტატში − ვერმონტსა და იუტაში − გაიმარჯვეს. ეს გახლდათ ყველაზე დიდი დამარცხება, რაც კი ოდესმე განუცდია რესპუბლიკურ პარტიას.

თეოდორ რუზველტი ბრალს სდებდა ტაფტს, მაგრამ აღიარებდა ეს უკანასკნელი, რომ ბრალი მიუძღოდა რაიმეში? რასაკვირველია, არა. ტაფტი ცრემლმორეული ამბობდა: „ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი.“

მაინც ვინ იმსახურებდა გაკიცხვას ამ შემთხვევაში – რუზველტი თუ ტაფტი? გულახდილად გითხრათ, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ეს მაგალითი იმისათვის დავასახელე, რომ მეჩვენებინა, თუ როგორ ვერ შეძლო თეოდორ რუზველტის მთელმა კრიტიკამ ტაფტის დარწმუნება, რომ ის მართალი არ იყო. კრიტიკამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ტაფტს თავის მართლების სურვილი აღუძრა. ის განუწყვეტლივ იმეორებდა: „ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი…“

ასეთია ადამიანების ბუნება: რამდენად მტყუანიც არ უნდა იყოს, მაინც მზად არის გაამტყუნოს ყველა, მაგრამ არამც და არამც საკუთარი თავი. ყველა ასეთია. სწორედ ამიტომ, როცა ვინმეს გაკრიტიკება მოგინდებათ, გაიხსენეთ ალ კაპონესა და კროულის მაგალითები. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტალიონ მტრედს ჰგავს: ყოველთვის უკან გიბრუნდებათ. გაიგეთ, რომ ადამიანი, რომელსაც გაამტყუნებთ, თავის მართლებას დაიწყებს და, შესაძლოა, აქეთ თქვენ დაგდოთ ბრალი, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, ტაფტის მსგავსად იტყვის: „ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი.“

1865 წლის 15 აპრილს, შაბათ დილით, უბრალო ავეჯით გაწყობილ ოთახში, კვდებოდა ბუტის ნასროლი ტყვიით განგმირული ლინკოლნი. ის იწვა საწოლზე, რომელიც ერთობ მოკლე იყო მისთვის. საწოლის თავზე ეკიდა იაფფასიანი რეპროდუქცია როზა ბონერის ცნობილი სურათისა „ცხენების გამოფენა“. ბჟუტავდა გაზქურის შუქი. სამხედრო მინისტრმა სტანტონმა მაშინ თქვა: „კვდება საუკეთესო მმართველი, რომელსაც კი ოდესმე იცნობდა მსოფლიო.“

რა იყო ლინკოლნის წარმატების საიდუმლო ადამიანებთან ურთიერთობისას? ლინკოლნის ცხოვრებას ათი წლის განმავლობაში შევისწავლიდი და მათგან სამი წელი შევწირე წიგნის „ლინკოლნი უცნობი“ დაწერას. ვფიქრობ, იმდენად დაწვრილებით და ამომწურავად შევისწავლე ლინკოლნის პიროვნება და ცხოვრება, რამდენადაც შესაძლებელია. საგანგებოდ ვიკვლევდი ადამიანებთან ურთიერთობის მისეულ მეთოდებს. უყვარდა მას ადამიანების კრიტიკა? ო, დიახ. ჯერ კიდევ ჭაბუკობისას, ის წერდა წერილებსა და პოემებს, რომლებშიც დასცინოდა ადამიანებს. ამ წერილებს ყრიდა გზაზე, სადაც მისი აზრით, ადამიანები იპოვიდნენ. ერთ-ერთმა ამ წერილთაგანმა ისეთი აღშფოთება გამოიწვია, ხალხს მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში არ დავიწყებია.

მას შემდეგაც კი, რაც ლინკოლნმა საადვოკატო პრაქტიკას მიჰყო ხელი სპრინგფილდში, ილინოისის შტატში, ის აშკარად ესხმოდა თავს თავის მოწინააღმდეგეებს გაზეთებში გამოქვეყნებული წერილების მეშვეობით. ერთხელ ძალიან ზედმეტი მოუვიდა. 1842 წლის შემოდგომით მან შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, სახელად ჯეიმს შილდსს, პატივმოყვარე და ჭირვეულ ირლანდიელს. ლინკოლნმა მასხრად აიგდო ის სპრინგფილდის გაზეთში დაბეჭდილ ანონიმურ წერილში. მთელი ქალაქი ხარხარებდა. ამაყი შილდსი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა. მან შეიტყო წერილის ავტორის ვინაობა და ლინკოლნი დუელში გამოიწვია. ლინკოლნს არ სურდა გასვლა. ის დუელის წინააღმდეგი იყო, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი ვერ ნახა საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად. მას იარაღის არჩევის უფლება მიეცა. ლინკოლნმა პალაში აირჩია, რაკი გრძელი ხელები ჰქონდა. დათქმულ დღეს, დათქმულ ადგილზე ლინკოლნი და შილდსი შეხვდნენ ერთმანეთს, მისისიპის ქვიშიან სანაპიროზე, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის გამზადებულნი, მაგრამ უკანასკნელ წუთს სეკუნდანტები ჩაერივნენ და შეწყვიტეს დუელი.

ეს გახლდათ ყველაზე პირქუში ეპიზოდი ლინკოლნის ცხოვრებაში. ეს მისთვის დიდად ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო, რის შემდეგაც ისწავლა ადამიანებთან ურთიერთობის სწორად წარმართვა. ლინკოლნს აღარასოდეს დაუწერია შეურაცხმყოფელი წერილები, აღარავინ გაუმასხარავებია და თითქმის არასოდეს და არავინ გაუკრიტიკებია რაიმე შეცდომისათვის.

სამოქალაქო ომის დროს ლინკოლნი იძულებული იყო, არაერთგზის შეეცვალა გენერლები, რომლებიც მდინარე პოტომაკის რაიონში მოქმედ არმიებს ხელმძღვანელობდნენ. ამ გენერლებიდან თითოეული – მაკლელანი, პოუპი, ვირნსაიდი, ჰუკერ მიდი – სერიოზულ შეცდომებს უშვებდა, რაც სასოწარკვეთილებაში აგდებდა ლინკოლნს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ბრალს სდებდა ამ გენერლებს, მაგრამ ლინკოლნი „ყველას წყრომის გარეშე ეპყრობოდა და მხოლოდ გულმოწყალებას იჩენდა.“ მისი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამი იყო: „ნუ გაკიცხავ სხვებს და არც შენ გაგკიცხავენ.“

მაშინ, როცა ლინკოლნის ცოლი ან სხვა ვინმე მკვახედ დაიწყებდა ლაპარაკს სამხრეთელებზე, ლინკოლნი ჩვეულებრივ პასუხობდა: „ნუ აკრიტიკებთ მათ, ისინი იქცევიან ისე, როგორც მოვიქცეოდით ჩვენ თავად მსგავს გარემოებაში“, თუმცა ლინკოლნს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი კრიტიკისათვის.

1863 წლის ივლისის პირველი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გეტისბურგისათვის ბრძოლა. 4 ივლისის წინა ღამით ლიმ სამხრეთისაკენ უკანდახევა იწყო. იმ ხანებში გამუდმებით წვიმდა და როცა ლი, თავისი დამარცხებული არმიით, მდინარე პოტომაკს მიადგა, წინ გადაულახავი დაბრკოლება დაინახა: მდინარე ძალიან ადიდებულიყო, უკან კი მოწინააღმდეგის ძლევამოსილი არმია ეგულებოდა. ლი ხაფანგში იყო მომწყვდეული. ვეღარსად წავიდოდა. ლინკოლნს ესმოდა ეს. ჩრდილოელებს შესანიშნავი შესაძლებლობა მისცემოდათ, ხელში ჩაეგდოთ ლის არმია და დაუყოვნებლივ დაემთავრებინათ ომი. ლინკოლნმა გულდაჯერებით უბრძანა გენერალ მიდს, არ მოეწვია სამხედრო საბჭო, დაუყოვნებლივ შეეტია ლის არმიისათვის. ლინკოლნმა ბრძანება ტელეგრაფით გადასცა, მერე საგანგებო შიკრიკი აფრინა გენერალთან და გადაუდებელი მოქმედება მოითხოვა.

გენერალმა მიდმა კი რა გააკეთა? ის პრეზიდენტის ბრძანების საწინააღმდეგოდ მოიქცა. მოიწვია სამხედრო საბჭო, რითიც პირდაპირ დაარღვია ლინკოლნის ბრძანება. მიდი ყოყმანობდა, ბრძანების შესრულებას აჭიანურებდა, ტელეგრაფით გადასცემდა ყოველგვარ გასამართლებელ მიზეზებს და ბოლოს, გადაჭრით თქვა ლის არმიაზე შეტევის იდეა. ამასობაში მდინარემ დაიკლო და ლიმ თავისი არმიით პოტომაკი გადალახა.

ლინკოლნმა აღარ იცოდა, რა ექნა. „რა არის ეს?“ – წამოიძახა მან და თავის შვილს რობერტს მიუბრუნდა: „ღმერთო დიდებული, რა არის ეს? ისინი ჩვენს ხელთ იყვნენ. ცოტაც და გავიმარჯვებდით. რა არ ვუთხარი, რაღა არ გავაკეთე, არმია ადგილიდანაც ვერ დავაძვრევინე. ამისთანა გარემოებაში ნებისმიერი გენერალი ბოლოს მოუღებდა ლის არმიას. იქ რომ ვყოფილიყავი, სეირს ვუჩვენებდი მათ“.

მწარედ იმედგაცრუებულმა ლინკოლნმა გენერალს წერილი მისწერა. გახსოვდეთ, რომ თავისი ცხოვრების ამ პერიოდში ლინკოლნი ყველაზე უფრო თავშეკავებული და ზომიერი იყო საკუთარი აზრების გამოთქმისას. ამრიგად, 1863 წელს დაწერილი ლინკოლნის ეს წერილი ყველაზე მკაცრი საყვედურის ტოლფასი გახლდათ. აი, ისიც:

„ძვირფასო გენერალო,

თქვენ, როგორც ჩანს, ვერ წარმოგიდგენიათ, რამხელა უბედურების ტოლფასია ლის გაქცევა. ის ხომ თითქმის ჩვენს ხელთ იყო და მისი დამარცხებით ომსაც დავასრულებდით. ახლა კი, უცნობია, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. თქვენ თუ ვერ შეძელით, წარმატებით შეგეტიათ ლისთვის გასულ ორშაბათს, როგორ მოახერხებთ ამის გაკეთებას მდინარის სამხრეთით, თანაც ადრინდელზე უფრო მცირერიცხოვანი ჯარით? უგუნურება იქნებოდა იმის მოლოდინი და არც მოველი, რომ შეძლებთ ბევრი რაიმეს მიღწევას. თქვენ ხელიდან გაუშვით იდეალური შესაძლებლობა და მე უზომოდ გულნატკენი ვარ ამით.“

როგორ გგონიათ, რა ქნა მიდმა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ? საქმეც ის გახლავთ, რომ მიდს თვალითაც არ უნახავს ეს წერილი, რადგან ლინკოლნს არ გაუგზავნია იგი. ის ლინკოლნის საბუთებში იპოვეს მისი სიკვდილის შემდეგ. ჩემი ვარაუდია (და ეს მხოლოდ ვარაუდია), რომ ამ წერილის დაწერის შემდეგ, ლინკოლნმა თავისთვის თქვა: „საჭირო არ არის აჩქარება. ჩემთვის იოლია, თეთრ სახლში ვიჯდე და მიდს შეტევის შესახებ ბრძანებებს ვაძლევდე, მაგრამ თავად რომ ვყოფილიყავი გეტისბურგში, მენახა იმდენი სისხლი, რამდენიც მან ნახა უკანასკნელი კვირის განმავლობაში და მომესმინა დაჭრილთა და მომაკვდავთა კვნესა და გოდება, იქნებ არც მე მომესურვებინა შეტევის განხორციელება. გენერალ მიდის მსგავსი გაუბედავი ხასიათი რომ მქონოდა, მეც, ალბათ, იმავეს გავაკეთებდი. წერილის გაგზავნა მე კი დამამშვიდებს, მაგრამ მიდს აიძულებს, რამენაირად თავი იმართლოს. წერილს რომ მიიღებს, მე გამამტყუნებს, რაც არასასურველ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს და შესაძლოა, იძულებული გავხდე, რომ გადავდგე.“

ამრიგად, ლინკოლნმა წერილი გვერდზე გადადო, რადგან მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, რომ მძაფრი კრიტიკა და საყვედურები თითქმის ყოველთვის ფუჭია.

თქვენ ისურვებდით კარგი ცვლილებები გამოგეწვიათ ადამიანში? ჩინებულია. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამას, მაგრამ რატომ არ უნდა დავიწყოთ ამის გაკეთება საკუთარი თავიდან? თვით წმინდა ეგოისტური თავალსაზრისითაც კი ეს უფრო სასარგებლო და ნაკლებ საშიშიც იქნება.

თეოდორ რუზველტი ამბობს, რომ როცა პრეზიდენტობისას უჩვეულოდ რთულ პრობლემას აწყდებოდა, ჩვეულებისამებრ შეტრიალდებოდა, მზერას მიაპყრობდა ლინკოლნის პორტრეტს, თეთრ სახლში მისი საწერი მაგიდის თავზე რომ ეკიდა და თავისთვის იკითხავდა: „რას იზამდა ჩემს ადგილას ლინკოლნი? როგორ გადაწყვეტდა პრობლემას?“

ამრიგად, შემდეგში, როდესაც ვინმესთვის ჭკუის სწავლება მოგინდებათ, ამოიღეთ ჯიბიდან ხუთდოლარიანი ქაღალდის კუპიურა, შეხედეთ ლინკოლნის პორტრეტს და გაიფიქრეთ, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში ლინკოლნი.

„თუ ადამიანში იწყება შინაგანი ბრძოლა,” – ამბობდა ბრაუნინგი, – „ეს ადამიანი უკვე რაღაცად ღირს.“ შეცვლისთვის, ალბათ, დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს.
„ნუ გამოხატავ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მეზობლის სახურავზე თოვლი დევს“, – ამბობდა კონფუცი, – „როცა შენი საკუთარი პარმაღი არ არის გადაწმენდილი.“

ახალგაზრდობისას, სახელის მოხვეჭას რომ ვცდილობდი, ბრიყვული წერილი მივწერე მწერალ რიჩარდ ჰარდინგს დევისს, რომელიც იმხანად გამოირჩეოდა ამერიკულ ლიტერატურაში.

სტატიას ვამზადებდი ჟურნალისათვის მწერლების შესახებ და ვთხოვე დევისს, მოეთხრო თავისი მუშაობის მეთოდებზე. რამდენიმე კვირით ადრე, სანამ დევისს წერილს გავუგზავნიდი, ერთ-ერთი მწერლისაგან მივიღე პასუხი, რომელსაც ბოლოში ასეთი შენიშვნა ჰქონდა დართული: „ნაკარნახევია, მაგრამ წაკითხული არ არის“. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. გადავწყვიტე, რომ ეს მწერალი გამოჩენილი, მოუცლელი და მნიშვნელოვანი გახლდათ. მინდოდა, შთაბეჭდილება მომეხდინა დევისზე და ჩემი მოკლე ბარათი დავამთავრე სიტყვებით: „ნაკარნახევია, მაგრამ არ არის წაკითხული“.

დევისს თავი არ შეუწუხებია პასუხის მოწერით. მან უბრალოდ წერილი დამიბრუნა, რომელსაც ბოლოში წარწერილი ჰქონდა: „თქვენ სწორუპოვარი ბრიყვი ხართ“. მე მართლაც სულელურად მოვიქეცი და ალბათ, დავიმსახურე ასეთი შეფასება, მაგრამ, როგორც ყოველი ადამიანი, ნაწყენი დავრჩი ამით. ისე ძლიერ მეწყინა, რომ ათი წლის შემდეგ დევისის ნეკროლოგი რომ წავიკითხე, რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს, პირველ რიგში, ჩემთვის მოყენებული შეურაცხყოფა გამახსენდა.

ადამიანი თუ სხვების კრიტიკითა და გაკილვით არის დაკავებული და დარწმუნებული არ არის თავის სიმართლეში, პასუხად უსათუოდ შეურაცხყოფას მიიღებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დატანჯავს, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც.

ადამიანებთან ურთიერთობისას, საჭიროა გახსოვდეთ, რომ თავიანთ მოქმედებაში ყველანი როდი ხელმძღვანელობენ ლოგიკით. ადამიანებს სჩვევიათ წინასწარშეგონებულ ცრურწმენათა მიხედვით მოქმედება: ბევრ მათგანს ამოძრავებს სიამაყისა და პატივმოყვარეობის ამაო გრძნობა.

კრიტიკა წარმოადგენს საშიშ „ნაპერწკალს“, რომელსაც ძალუძს „ხანძრის გაჩენა“, ადამიანის შეურაცხყოფა და სიკვდილის დაჩქარებაც კი. მაგალითად, გენერალი ვუდი გვარიანად გააკრიტიკეს და ნება არ დართეს, თავისი არმიით საფრანგეთში გამგზავრებულიყო. ამ დარტყმამ, როგორც ჩანს, სიცოცხლე მოუსწრაფა მას.

სასტიკმა კრიტიკამ სამუდამოდ ააღებინა ხელი ბელეტრისტული ნაწარმოებების წერაზე თომას ჰარდის, უნიჭიერეს ინგლისელ მწერალს. კრიტიკამ მიიყვანა ინგლისელი პოეტი თომას ჩესტერტონი თვითმკვლელობამდე.

ბენჯამინ ფრანკლინი, რომელიც ახალგაზრდობისას უტაქტობით გამოირჩეოდა, შემდგომში ის ისეთი დიპლომატი გახდა და ისე გაიწაფა ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ ელჩად დანიშნეს საფრანგეთში. მაინც რა იყო მისი წარმატების საიდუმლო? „მე არავის შესახებ ცუდს არაფერს ვამბობდი,“ – განაცხადა მან, – „არამედ ვცდილობდი, ყველას შესახებ მხოლოდ კარგი მელაპარაკა.“

ყოველ ბრიყვს შეუძლია აკრიტიკოს სხვა, გაამტყუნოს და განსაჯოს; ბრიყვთა უმრავლესობა აკი ასეც იქცევა, მაგრამ ძლიერი ხასიათი და თავშეკავების უნარი გვჭირდება, რათა შევძლოთ – გავუგოთ ადამიანებს და ვაპატიოთ მათ.

„დიდი ადამიანი თავის სიდიადეს სწორედ იმით ავლენს, თუ როგორ ეპყრობა ადამიანებს, რომლებიც მასზე დაბლა დგანან“, – ამბობს კარლაილი.

ადამიანთა გამტყუნების ნაცვლად, ეცადეთ გაუგოთ მათ. ეცადეთ გაიგოთ, რატომ მოიქცნენ ისინი სწორედ ასე და არა სხვაგვარად. ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე კრიტიკა; ეს უნერგავს კაცს უნარს იმისას, რომ შემწყნარებლურად, თანაგრძნობითა და კეთილად მოექცეს სხვა ადამიანებს.

„იცოდე ყველაფერი, ნიშნავს აპატიო ყველაფერი.“

როგორც დოქტორი ჯონსონი ამბობს: „თვით ღმერთი არ განაწესებს, განსაჯოს ადამიანი მისი სიცოცხლის ბოლომდე.“

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს შენ და მე?…

ამონარიდი წიგნიდან  “როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.”

დეილ კარნეგი.

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort