კანაე ვუიჩიჩი – „გზა შესანიშნავი, ბედნიერი სიყვარულისკენ“

170

გთავაზობთ ამონარიდს მსოფლიოში ცნობილი ქრისტიანი (პროტესტანტი) მქადაგებლის და მოტივატორის, ნიკ ვუიჩიჩის მეუღლის, კანაე ვუიჩიჩის წიგნიდან, რომელიც ურთიერთობათა აგებასა და მათ შენარჩუნებას ეხება. ნიკ ვუიჩიჩი, მქადაგებელი, რომელსაც არ აქვს ხელები და ფეხები, თავისი პირადი მაგალითით შთააგონებს და ძალას მატებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ის არის წარმატებული მსახური და ჰყავს მშვენიერი, მისაბაძი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი. გთავაზობთ მისი მეუღლის რჩევებს ურთიერთობათა სწორად შეფასების შესახებ.

არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი ხარ თუ არა, სიყვარულის განმარტება ბიბლიაში, საოცრად ზუსტია. (სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობსარ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს; არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.“) ეს არ არის აბსტრაქტული კონცეფცია. ეს არის ის, რის გამოყენებაც შეგვიძლია რეალურ ცხოვრებაში. როდესაც ხვდებით ადამიანს და ფიქრობთ, სერიოზულია თუ არა თქვენი ურთიერთობები, თუ ჯობს მათი შეწყვეტა, შეამოწმეთ თქვენი გრძნობები შემდეგი სტრიქონებით.

დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:

 – მომთმენნი ვართ ერთმანეთის მიმართ?

– კეთილნი ვართ ერთმანეთისადმი?

– გვშურს ერთმანეთის, თუ ვხარობთ და მადლიერებას ვგრძნობთ იმ სიკეთეთა გამო, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშია?

– ვცდილობთ ვიამაყოთ და ვიტრაბახოთ ერთმანეთის წინაშე, თუ ვგრძნობთ პატივისცემასა და დაფასებას?

– უხეშად ვექცევით ერთმანეთს, თუ ყურადღებას ვიჩენთ ერთმანეთისადმი?

– ვმანიპულირებთ ერთმანეთით, რათა მივიღოთ სასურველი? ვგრძნობთ თუ არა მანიპულაციას სხვა ადამიანის მხრიდან?

– ვერ ვიკავებთ მრისახანებას? უნდა ვღელავდეთ ამის გამო?

– გულში ვინახავთ თუ არა წყენას ერთმანეთზე? თუ ადვილად ვპატიობთ და ვივიწყებთ ყველა უთანხმოებასა და ჩადენილ შეცდომებს?

– მსგავსია თუ არა ჩვენი მორალური შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა არასწორი?

– ვატყუებთ თუ არა ერთმანეთს? ორივე გულახდილნი და პატიოსანნი ვართ, თუ ვცდილობთ დავამახინჯოთ სიმართლე საკუთარი ინტერესების გამო?

– ვგრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ ერთმანეთის გვერდით? მზად ვართ, დავიცვათ ერთმანეთი, თუ რაიმე პრობლემა ან საფრთხე წარმოიქმნება?

– გვაქვს თუ არა უნარი, უპირობოდ ვენდოთ ერთმანეთს? შეგვიძლია, ვანდოთ ერთმანეთს ჩვენი უსაფრთხოება, ფული, ახლობლების ბედი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ?

– საერთო მომავალზე ფიქრისას იმედს ვგრძნობთ თუ განგაშს, ოპტიმიზმს და აღფრთოვანებას, თუ შიშს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება წარიმართოს ეს მომავალი?

– მზად ვართ თუ არა, ერთად შევებრძოლოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს ჩვენს ურთიერთობათა დაცვის მიზნით?

– ერთნაირად ვეყრდნობით თუ არა ღმერთს იმაში, რის გაკეთებაც თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავისა თუ ერთმანეთისთვის?

გირჩევთ, რომ დრო გამოყოთ ამ საკითხებისათვის და ჩაიწეროთ პასუხები. ეს გამოადგება ყველას, ვისაც უკვე აქვს ურთიერთობა საპირისპირო სქესის ადამიანთან ან აპირებს მათ დაწყებას. ეს საკითხები არ გახლავთ ჩვეულებრივი. მათი მეშვეობით შეგიძლიათ შეაფასოთ ის, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი სიყვარული ბიბლიურ განმარტებას, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს ჭეშმარიტად და გონივრულად. ნებისმიერ ურთიერთობაში დგება სირთულის ჟამი. ყოველი დღე მზიანი ვერ იქნება. პრობლემები გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობათა შეფასება ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზე, რათა იცოდეთ, რომ ურთიერთობანი აიგება სიყვარულზე, თუ მათ საფუძვლად რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანი რამ უდევთ?

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი იმისა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გადახედოთ ამ კითხვებს. ადამიანები იცვლებიან. გარემოებები იცვლება. თქვენ თუ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი, შეძლებთ თქვენს ურთიერთობათა შეცვლასაც, რომ ისინი გაცილებით უფრო მოწიფული იყოს და შეძლოთ გადაიტანოთ ნებისმიერი სირთულე. უცვლელი უნდა რჩებოდეს მხოლოდ თქვენი ერთგულება და სურვილი იმისა, რომ იყოთ ერთმანეთისთვის მსოფლიოში საუკეთესო პარტნიორები.

კანაე ვუიჩიჩი

ჩატვირთვა...