„ავის ქმნა ბრიყვის გასართობია, ხოლო სიბრძნე – გონიერის.“ (საინტერესო შემთხვევა)

118

ამერიკის ერთ-ერთ შტატ შარლოტში ადვოკატმა შეიძინა ძალიან ძვირფასი და იშვიათი სიგარების ყუთი. შემდეგ დააზღვია ისინი, ხანძრისგანაც კი. ერთი თვის განმავლობაში იგი  ეწეოდა ამ სიგარებს. იმის შემდეგ რაც ადვოკატმა ბოლო სიგარა მოწია, მან შეიტანა სარჩელი სადაზღვეო კომპანიის წინააღმდეგ. თავის მოთხოვნაში ადვოკატმა განაცხადა, რომ სიგარები მან პატარა ხანძრების სერიის შედეგად დაკარგა. სადაზღვეო კომპანიამ უარი თქვა თანხის ანაზღაურებაზე, რადგან სიგარების გაფუჭების მიზეზი აშკარა იყო: „მათ ბუნებრივად მოიხმარდნენ.“  სასამართლო ადვოკატმა მოიგო.

სასამართლოს დადგენილებაში, მოსამართლე დაეთანხმა სადაზღვეო კომპანიას, რომ ადვოკატის მოთხოვნა საკმაოდ უცნაური იყო, თუმცა მან აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადვოკატმა დადო კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც იძლეოდა იმის გარანტიას, რომ სიგარები დაზღვეულია და თანხის გადახდის მოთხოვნები გარანტირებულია სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას. იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვეო  ხელშეკრულებაში არ იყო მოცემული ხანძრის ზუსტი განმარტება, სასამართლომ სადაზღვეო კომპანიას დააკისრა ვალდებულება, გადაეხადა მოთხოვნილი თანხა. იმის მაგივრად, რომ გაეგრძელებინა დავა და დაეხარჯა დიდი თანხები, სადაზღვეო კომპანიამ გადაუხადა ადვოკატს 15 000 დოლარი, იშვიათი სიგარების ხანძრების შედეგად დაკარგვის გამო.

იმის შემდეგ, რაც ადვოკატმა სადაზღვეო კომპანიის ჩეკი გაანაღდა, იგი დაადანაშაულეს 24 – ჯერ ხანძრის გაჩენაში, ხოლო ანგარიში დაუყადაღეს. მას წარუდგინეს ბრალდება ხანძრების გაჩენასა და დაზღვეული ქონების განადგურებაზე, ხოლო მისივე ჩვენებები და განცხადებები „მინი ხანძრების“ ყველა ანუ ოცდაოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა სასამართლო პროცესზე მისსავე საწინააღმდეგოდ. ადვოკატი დაადანაშაულეს სადაზღვეო ქონების განზრახ დაწვისთვის. მას მიუსაჯეს 24 თვით პატიმრობა და დააკისრეს ჯარიმა 24 000 აშშ დოლარი.

გასულ წელს ეს ისტორია აღიარეს  აშშ-ში სისხლის სამართლის პროცესებთან დაკავშირებით  ადვოკატების მიერ მონათხრობთა შორის საუკეთესოდ.

P.S „ავის ქმნა ბრიყვის გასართობია, ხოლო სიბრძნე – გონიერის.“ (იგავნი სოლომონისა)

თარგმნა: თამუნა ბაღადავაძემ

რედაქტირება: გიორგი ფიროსმანაშვილი

ჩატვირთვა...