ათეისტი პროფესორი ქრისტიანი სტუდენტის წინააღმდეგ

252

„ნება მომეცით, აგიხსნათ მეცნიერებასა და იესო ქრისტეს შორის არსებული პრობლემა“, – თქვა ფილოსოფიის პროფესორმა (ათეისტმა) და შემდეგ ერთ-ერთ ახალ სტუდენტს ფეხზე წამოდგომა სთხოვა.

„შენ ქრისტიანი ხარ, შვილო, არა?“

„დიახ, პატივცემულო“.

„გამოდის, რომ ღმერთის გწამს?“

„აბსოლუტურად“.

„ღმერთი კეთილია?“

„დიახ, პატივცემულო. ღმერთი კეთილია“.

„ყოვლისშემძლეა ღმერთი? ღმერთს ყველაფრის გაკეთება შეუძლია?“

„დიახ“.

„შენ კარგი ხარ თუ ცუდი?“

„ბიბლია ამბობს, რომ მე ცუდი ვარ“.

პროფესორი დემონსტრაციულად იცინის. „ო, ბიბლია ამბობს? ესე იგი …“ – რამდენიმე წამით ჩუმდება, –

„აი, წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ადამიანი ავადაა და შენ შეგიძლია მასზე იზრუნო. შენ შეგიძლია მისი დახმარება. დაეხმარები? ეცდები მაინც?“

„დიახ, პატივცემულო. ვეცდები“.

„ესე იგი, კარგი ხარ!“

„მე ასე არ ვიტყოდი“.

„რატომ? შენ ხომ დაეხმარებოდი ავადმყოფს, დაუძლურებულ ადამიანს, რომ შეგეძლოს… ფაქტობრივად, მრავალი ჩვენგანი განვკურნავდით სხვებს, რომ შეგვეძლოს. ღმერთი კი არ გვეხმარება.“

პასუხი არ არის.

„ის არ გვეხმარება, ასე არაა? ჩემი ძმა ქრისტიანი იყო და კიბოთი გარდაიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ლოცულობდა, რომ იესოს განეკურნა იგი და რა, იესო კეთილია? რას იტყვი?“

პასუხი არ არის.

ხანდაზმული პროფესორი იღიმება. „ამგვარად, შენ არ შეგიძლია პასუხის გაცემა“, – იღებს წყლით სავსე ჭიქას, რომ მოსვას და სტუდენტსაც მისცეს პასუხის მოფიქრების დრო. ფილოსოფიაში ხომ ახალბედებს ცოტა რბილად უნდა მოეპყრო. „კარგი, თავიდან დავიწყოთ, ახალგაზრდავ. კეთილია თუ არა ღმერთი?“

„მმ… დიახ…“

„კეთილია სატანა?“

„არა“.

„საიდან გაჩნდა სატანა?“

სტუდენტი იბნევა: „ღმერთისგან“.

„სწორია. ღმერთმა შექმნა სატანა, ასე არაა?“ პროფესორი თმაზე ხელს გადაისვამს და კლასს მიმართავს, – „ვფიქრობ, ამ სემესტრში ბევრს ვიხალისებთ, ბატონებო და ქალბატონებო.“ ის კვლავ სტუდენტს მიუბრუნდება. „მითხარი, შვილო, მსოფლიოში არსებობს ბოროტება?“

„დიახ, პატივცემულო“.

„ბოროტება ყველგანაა, ასე არაა? ვინ შექმნა ყველაფერი, ღმერთმა?“

„დიახ, პატივცემულო“.

„ვინ გამოდის ბოროტების შემქმნელი?“

პასუხი არ არის.

„არსებობს დაავადებანი მსოფლიოში? გარყვნილება? ჩაგვრა? ბოროტება? ყველა ეს საშინელება ხომ არსებობს მსოფლიოში?“

სტუდენტი ფეხს მოინაცვლებს და პასუხობს: „დიახ“.

„ვინ შექნა ეს ყოველივე?“

პასუხი არაა.

უცებ პროფესორი უყვირის სტუდენტს: „ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მიპასუხე ახლავე!“ მუშტს უტრიალებს ცხვირწინ სტუდენტს და მუქარით წარმოთქვამს: „ღმერთმა შექმნა ბოროტება, ასე არაა?“

პასუხი არ არის.

ლექტორი განაგრძობს: „მითხარით ერთი, ეს რანაირი კეთილი ღმერთია, რომელმაც დედამიწაზე არსებული ბოროტება შექმნა?“

ის ხელებს შლის: „ეს ჩაგვრა, ტკივილი, სიკვდილი, ტანჯვა და ყველანაირი საშინელება კეთილი ღმერთის მიერ შეიქმნა, ასე არ არის, ახალგაზრდავ?“

პასუხი არ არის.

„რა, განა ამ ყველაფერს ვერ ხედავ? საერთოდ ვერ ხედავ?“

პროფესორი თავის სახეს ახლოს მიუტანს სტუდენტის სახეს და ისევ ეკითხება:

„ღმერთი კეთილია?“

პასუხი არ არის.

„შენ გწამს იესო ქრისტესი, შვილო?“

სტუდენტი წყვეტილად და გაუბედავად, მაგრამ მაინც მიუგებს:

„დიახ, პროფესორო“.

პროფესორს სახეზე სტუდენტისადმი სიბრალული აქვს აღბეჭდილი და ამბობს: „მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ჩვენ ხუთი გრძნობის ორგანო გვაქვს იმის აღსაქმელად და განსასაზღვრად, რაც ჩვენ გარშემოა. შენ ოდესმე გინახავს იესო?“

„არა, პატივცემულო, არასოდეს“.

„გსმენია მისი საუბარი საკუთარი ყურებით?“

„არა, პატივცემულო“.

„მისი სუნი შეგიგრძნია? გემოთი გაგისინჯავს, ხელით შეხებიხარ? საერთოდაც, რამენაირად შეიგრძნობ ღმერთს?“

პასუხი არ არის.

„მიპასუხე, გეთაყვა, გამოიჩინე თავაზიანობა“.

„არა, პატივცემულო. მე ის ასე არ შემიგრძვნია“.

„გასაგებია, ანუ არ შეგიგრძვნია და მაინც გწამს მისი?“

„დიახ…“

„საჭიროა რწმენა!!!“ – პროფესორი შემწყნარებლურად იღიმება, – „ყველა წესის მიხედვით, თეორიულ და პრაქტიკულ გამოთვლათა მიხედვით, მეცნიერება ამბობს, რომ ეგ შენი ღმერთი არ არსებობს. რას იტყვი ამაზე, შვილო? სადაა ახლა შენი ღმერთი?“

სტუდენტი არ პასუხობს.

„დაჯექი, გეთაყვა“.

დამარცხებული ქრისტიანი ჯდება. სხვა სტუდენტი იწევს ხელს:

„პროფესორო, შეიძლება, რაღაც ვუთხრა კლასს?“

პროფესორი ტრიალდება და იღიმება: „აი, კიდევ ერთი ქრისტიანი ვენახში. მიდი, მიდი, ყმაწვილო. გვითხარი რაიმე ბრძნული“.

სტუდენტი დგება და მოათვალიერებს აუდიტორიას. „თქვენ საინტერესო რამ აღნიშნეთ, პატივცემულო. ახლა მე მინდა კითხვა დაგისვათ. არსებობს თუ არა ისეთი მოვლენა, როგორიცაა სითბო?“

„დიახ, არსებობს სითბო“, – პასუხობს პროფესორი.

„და არსებობს თუ არა ისეთი მოვლენა, როგორიცაა სიცივე?“

„დიახ, შვილო, სიცივეც არსებობს“.

„არა, პატივცემულო, სიცივე არ არსებობს“.

პროფესორს ღიმილი შეეყინა სახეზე. უცებ, მთელი კლასი, თითქოს, სიცივემ მოიცვა.

ქრისტიანი აგრძელებს: „შეიძლება არსებობდეს ბევრი სითბო, კიდევ უფრო მეტი, შეიძლება არსებობდეს სუპერ-სითბო ან მეგა-სითბო; შეიძლება, ძალიან ცხელოდეს ან თბილოდეს, ან საერთოდ არ იყოს სითბო, მაგრამ არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ სიცივეს ვუწოდებთ. ჩვენ შეგვიძლია ტემპერატურა დავიყვანოთ -273 С-მდე, მაგრამ ამაზე ქვევით უკვე − ვეღარ. არ არსებობს სიცივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ტემპერატურის -273 С-ზე კიდევ უფრო ქვემოთ დაწევა. ხედავთ, პროფესორო, „სიცივე“ მხოლოდ სიტყვაა, რომლითაც ჩვენ სითბოს არარსებობას აღვწერთ. ჩვენ არ შეგვიძლია სიცივის გაზომვა. სითბოს გაზომვა შეგვიძლია თერმულად, რადგან სითბო ენერგიაა. სიცივე კი სითბოს საპირისპირო მოვლენა კი არაა, არამედ მისი არარსებობაა.

სიჩუმე. ვიღაცის კალამი ძირს ვარდება.

„არსებობს ისეთი რამ, რასაც სიბნელე ეწოდება, პროფესორო?“

„სულელური კითხვაა, შვილო. აბა, რა არის ღამე, სიბნელე? საით მიგყავს საუბარი…?“

„ანუ, თქვენ ამბობთ, რომ არსებობს ისეთი რამ, რასაც სიბნელე ჰქვია?“

„დიახ…“

„ისევ არასწორია, პროფესორო. სიბნელე არ არის რაღაც, სიბნელე მხოლოდ რაღაცის არარსებობაა. შეიძლება, სინათლე ბუნდოვანი იყოს, ან ნორმალური, ან ძლიერი, მაგრამ, თუ სინათლე საერთოდ არ არის და არ არის უწყვეტად, ამას სიბნელე ეწოდება, ასე არაა? ამ ცნებას ჩვენ სინათლის არარსებობის აღსანიშნავად ვიყენებთ. რეალურად, სიბნელე არ არსებობს. ის რომ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა მისი კიდევ უფრო და უფრო დაბნელება; ან კიდევ, მომეცით სიბნელით სავსე ქილა, გაზომეთ იგი. შეგიძლიათ, გაზომოთ ერთ ქილა სიბნელე, პროფესორო?“

საკუთარი თავისადმი სიძულვილით მოცულმა პროფესრომა ძლივს გაუღიმა სტუდენტს.

„კარგი სემესტრი იწყება. რაზე მიგვანიშნებთ, ახალგაზრდავ?“

„გეტყვით, პროფესორო. თქვენი ფილოსოფიური საფუძველი შეირყა და ამიტომაც თქვენი დასკვნები მცდარია“.

პროფესორი ბლუკუნებს: „მცდარი? ჩემო კარგო, შენ…“

„პატივცემულო, შემიძლია განვმარტო, რას ვგულისხმობ?“ – კლასი მთელი ყურადღებით უსმენს.

„განმარტე. დიახ, განმარტე…“ – პროფესორი გმირულ მცდელობას  მიმართავს, რომ დაიბრუნოს სიტუაციის კონტროლი. უეცრად აცნობიერებს, რომ გასცა საკუთარი თავი. ხელი თავისდაუნებურად სიჩუმისკენ მოუწოდებს სტუდენტებს. ის ნებას რთავს სტუდენტს განაგრძოს საუბარი.

„თქვენ თავად საგნობრიობის დუალიზმს ეყრდნობით“, – განმარტავს სტუდენტი. „მაგალითად, თქვენ ამბობთ, რომ არსებობს სიკვდილი და სიცოცხლე, არის კეთილი ღმერთი და არის ბოროტი ღმერთი. თქვენ ღმერთის შესახებ ცნებას უყურებთ, როგორც რაღაცა სასრულს, რის გაზომვაც შესაძლებელია. პროფესორო, მეცნიერებას აზრის ახსნაც კი არ ძალუძს. მეცნიერება გვეუბნება, რომ აზრი არის მაგნეტიზმი ან ელექტრობა, მაგრამ არავის არ უნახავს აზრი და კიდევ უფრო ნაკლებად ესმით იგი. სიკვდილს რომ შევხედოთ, როგორც სიცოცხლის საპირისპირო მოვლენას, ამით იმ ფაქტს უგულებელვყოფთ, რომ სიკვდილს არ შეუძლია იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა სუბსტანციამ. სიკვდილი არ არის სიცოცხლის საპირისპირო მოვლენა, ის სიცოცხლის არარსებობაა“.

ახალგაზრდამ აიღო გაზეთი, რომელსაც მის გვერდით მჯდომი სტუდენტი კითხულობდა.

„აი, თქვენ ცხოვრებისეული მაგალითი, პატივცემულო. არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ამორალურობა?“

„რასაკვირველია, არსებობს, შეხედე…“

„ისევ არასწორია, პატივცემულო. შეხედეთ, ამორალურობა მორალის არარსებობაა. არსებობს უსამართლობა? არა. უსამართლობა სამართლიანობის არარსებობაა. არსებობს ისეთი რამ, რასაც ბოროტება ეწოდება?“ – სტუდენტი წამით გაჩუმდა. „განა, ბოროტება სიკეთის არარსებობაა?“

პროფესორი გაწითლდა. ის უკვე ისეა გაბრაზებული, რომ მეტყველების უნარიც კი დაკარგა.

ქრისტიანი სტუდენტი აგრძელებს: „თუ ბოროტება არსებობს მსოფლიოში, პროფესორო, და თუ ჩვენ ყველა შევთანხმებით იმაზე, რომ ის მართლაც არსებობს, მაშინ, ღმერთი, თუ ის არსებობს, ალბათ, ბოროტების სააგენტოს მეშვეობით მოქმედებს. რა საქმეებს სჩადის ღმერთი? ბიბლია გვეუბნება, რომ ყოველ ჩვენგანს გააჩნია თავისუფალი არჩევანის საშუალება აირჩიოს ბოროტებასა და სიკეთეს შორის“.

პროფესორი შეკრთა: „ჩემთვის, როგორც სწავლული ფილოსოფოსისათვის, მნიშვნელობა არ აქვს ამ არჩევანს, რადგან, როგორც რეალისტისათვის, რეალობად არ აღვიქვამ ღმერთის შესახებ რაიმე სახის კონცეფციას ან რაიმე მსგავს თეოლოგიურ ფაქტორს, რადგან ღმერთს არ შევისწავლით“.

„მე ვიტყოდი, რომ ღმერთის მორალური კოდექსის არარსებობის ფენომენს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყურადღებით შეისწავლიან“, – ამბობს სტუდენტი, – „გაზეთები მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ ყოველდღიურად სწორედ ამაზე ყვირილის მეშვეობით. მითხარით, პროფესორო, თქვენ ასწავლით თქვენს სტუდენტებს, რომ ისინი მაიმუნისგან წარმოიქმნენ?“

„თქვენ თუ ევოლუციის ბუნებრივ პროცესზე საუბრობთ, ახალგაზრდავ, მაშინ, დიახ, რა თქმა უნდა“.

„ევოლუციის პროცესს თავად დაკვირვებიხართ?“

პროფესორი ტუჩებს იკვნეტს… სიჩუმეა.

„პროფესორო, ვინაიდან ევოლუციის პროცესის მიმდინარეობა არავის უხილავს საკუთარი თვალით, ჩვენ იმის დამტკიცებაც კი არ შეგვიძლია, რომ ის გრძელდება და მაშ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს სტუდენტებს, უბრალოდ, საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ასწავლით? ასეთ შემთხვევაში, თქვენ სწავლული კი არა, მღვდელი ხართ, ალბათ?“

„შენს შეხედულებებს ფილოფოსიური თვალთახედვით ვუყურებ. დაასრულე აზრის გამოთქმა?“ – პროფესორი ცდილობს დისკუსიის კალაპოტის შეცვლას.

„გამოდის, თქვენთვის მიუღებელია ღმერთის მორალის კოდექსი, როგორც სიმართლისაკენ მიმავალი სახელმძღვანელო?“

„მე მწამს, რომ მეცნიერებაა ეს კოდექსი!“

„მეცნიერება?“ – სტუდენტი იღიმება. – „პატივცემულო, მეცნიერება ცდება…“

„მეცნიერება ცდება…??!!“ – პროფესორი შეხტა. კლასში  ხმაური ატყდა. სტუდენტი დაელოდა მათ დაწყნარებას.

„შემიძლია გავაგრძელო საუბარი იამზე, რაზეც წეღან სხვა სტუდენტს ესაუბრებოდით?“

პროფესორი დუმს. სტუდენტი აუდიტორიას გადახედავს.

„მითხარით, სტუდენტებო, ვინმე არის ამ კლასში ისეთი, ვისაც პროფესორის სინდისი უნახავს?“

ყველა იცინის.

„ან არის ისეთი, ვისაც გაუგონია პროფესორის სინდისის ხმა? ხელით შეხებია… გემოთი გაუსინჯავს ან დაუყნოსავს?…“ – ის ხელებს შლის. – „გამოდის, რომ მას ვერანაირად ვერ შევიგრძნობთ. კარგი, მაშ, ყველა არსებული წესის თანახმად, თეორიულ და პრაქტიკულ გამოთვლათა მიხედვით, მე ვამტკიცებ, რომ პროფესორს სინდისი არ გააჩნია!“

კლასში იწყება არეულობა.

სტუდენტი ჯდება სკამზე… რადგან სკამი ამისთვისაა შექმნილი.

ჩატვირთვა...