არის განსხვავება დაბადებული ბავშვისა და მუცელში მყოფი ბავშვის მკვლელობას შორის?!

101

აღელვებული ქალი მივიდა გინეკოლოგთან და უთხრა:

„ექიმო, მე სერიოზული პრობლემა მაქვს,  სასოწარკვეთილებაში ვარ,  თქვენი დახმარება მჭირდება!  ჩემი შვილი ჯერ ერთი წლისაც არ არის, მე კი ისევ ორსულად ვარ. არ მინდა, რომ ჩემი შვილები იყვნენ დაახლოებით ერთი ასაკის.“

მაშინ ექიმმა ჰკითხა: „კარგი  და რას მთავაზობთ?“

მან თქვა: „მე მინდა, რომ თქვენ შეწყვიტოთ ჩემი ორსულობა,  თქვენი დახმარების იმედი მაქვს.“

ექიმმა ცოტა იფიქრა და მცირეოდენი დუმილის შემდეგ უთხრა ქალს: „ვფიქრობ, რომ მე თქვენთვის უკეთესი გადაწყვეტილება მაქვს და, ამავდროულად, ნაკლებად სახიფათოც.”

მას გაეღიმა, რადგან ეგონა, რომ ექიმი თანახმა იყო, შეესრულებინა მისი მოთხოვნა.

ექიმმა განაგრძო: “მე აი, რას გთავაზობთ, იმისთვის, რომ თქვენ არ მოგიწიოთ ზრუნვა ერთდროულად ორივე შვილზე, მოდით, მოვკლათ ის ბავშვი, რომელიც უკვე გყავთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებდით ცოტა ხნით დასვენებას, სანამ მეორე არ დაიბადება და თუ ჩვენ ვაპირებთ მოვკლათ ერთი ბავშვი, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მათგანი იქნება ის. თქვენ არ ჩააგდებთ საფრთხეში თქვენს ჯანმრთელობას, თუ მოკლავთ უკვე დაბადებულ ბავშვს.“

ქალმა საშინელი ხმით წამოიძახა: „არა, ექიმო!  რა საშინელებაა! ბავშვის მოკვლა – ეს ხომ დანაშაულია!”

„გეთანხმებით, – უპასუხა ექიმმა, მაგრამ, მგონი, თქვენ მზად იყავით, წასულიყავით ამაზე და მე ვიფიქრე, შესაძლოა ეს ყოფილიყო უკეთესი გადაწყვეტილება.“

ექიმს გაეღიმა, რადგან მიხვდა, რომ მიაღწია თავის მიზანს. მან დაარწმუნა ახალგაზრდა დედა იმაში,  რომ არ არის განსხვავება დაბადებული ბავშვისა და იმ ბავშვის მკვლელობას შორის, რომელიც იმყოფება დედის მუცელში.

დანაშაული ერთი და იგივეა!

თარგმნა: თამუნა ლორთქიფანიძემ

ჩატვირთვა...