დააფასეთ ერთმანეთი – შთამაგონებელი ისტორია

855

ერთი ქალი ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა. ერთხელ, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს, ის გასაყინავ კამერაში შევიდა რაღაცის შესამოწმებლად, მაგრამ კარი შემთხვევით დაიკეტა და ქალი შიგნიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა. მან დაიწყო ყვირილი და მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო – არავის შეეძლო მისი ხმის გაგონება. მომუშავეთა უმეტესობა უკვე წასული იყო, ხოლო გარედან შეუძლებელია გაიგონო ის, თუ რა ხდება მაცივარში.

ხუთი საათის გასვლის შემდეგ, როდესაც სიკვდილი უკვე გარდაუვალი ეგონა, ქარხნის დაცვის თანამშრომელმა გააღო კარი და ქალი სასწაულებრივად გადარჩა იმ დღეს სიკვდილს.

მოგვიანებით ქალმა ჰკითხა მცველს, თუ რატომ გადაწყვიტა შეემოწმებინა იმ დღეს მაცივარი, ეს ხომ მის მოვალეობაში არ შედიოდა.

მცველმა კი უპასუხა: “ამ ქარხანაში უკვე 35 წელია, რაც ვმუშაობ. ასობით ადამიანი მოდის და მიდის ყოველდღე, მაგრამ შენ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ხარ, ვინც მესალმებოდა დილაობით და მემშვიდობებოდა სამუშაო დღის ბოლოს. ბევრი ისე მეპყრობა, თითქოს უხილავი ვიყო… დღეს, როდესაც გვერდით ჩამიარეთ, როგორც ყოველთვის, მითხარით ‘გამარჯობა’, მაგრამ სამუშაო დღის ბოლოს მე შევნიშნე, რომ აღარ გამიგონია თქვენი ‘ნახვამდის, შევხვდებით ხვალ’, და არ დამინახავს, რომ დაგეტოვებინოთ ქარხნის ტერიტორია. ამიტომაც გადავწყვიტე დამეთვალიერებინა აქაურობა. მე იმდენად შევეჩვიე თქვენს მოსალმებას და დამშვიდობებას ყოველდღე, ეს ხომ მახსენებს, რომ ვიღაცისთვის საჭირო ვარ. და დღეს, როდესაც ვერ გავიგონე თქვენი დამშვიდობება, მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. აი, რატომაც გეძებდით ყველგან.”

დააფასეთ თითოეული ადამიანი თქვენ ირგვლივ და გახსოვდეთ, რომ არავინ არავისზე მეტი არ არის.

 

ჩატვირთვა...