თეთრი ბაირაღები (ღმერთს ვუყვარვართ მამობრივი სიყვარულით)

228

ავტობუსის გაჩერებასთან, ტროტუარზე ჩამომჯდარი მამაკაცი თავჩახრილი დაშტერებოდა მიწას. ის, გამვლელების ყურადღებას იქცევდა. კაცი უსახლკაროს არ ჰქგავდა, თუმცა მოუვლელი, წვერმოშვებული იყო. მისი ტანისამოსი და ფეხსაცმელი არ გამოიყურებოდა სახარბიელოდ. მამაკაცი არავის აქცევდა ყურადღებას, ჩანდა რომ ის ჩაუღრმავდა რაღას მნიშვნელოვან აზრს.

მას გამუდმებით ახსენდებოდა თავისი წარსული ცხოვრება. იხსენებდა, იმ დროს როდესაც არ იყო მშერი ხიზანი, მძინარი რკინისგზის ხიდის ქვეშ, არამედ იყო ბიჭუნა, რომელმაც თავისი ბავშვობა გაატარა ამ ქალაქში. ოცი წლის წინ, იგი დაიბადა და გაიზარდა პატარა წითელი აგურის სახლში, მეზობელ ქუჩაზე. ის ფიქრობდა: შეიძლებელია ეს სახლი უკვე განადგურდა, სავარაუდოთ იები კვლავ ყვაოდნენ ბავშვობის ეზოში. უცნაურია, მაგრამ მას ძალიან კარგად ახსოვს იები. და კიდევ მას ახსოვდა საქანელა, რომელიც მამამ თავისი ხელით გამოთალა. და გზა, რომელიც ბოსტანს მიუყვებოდა, რომელზეც ველოსიპედის მართვა ისწავლა. მშობლები თვეების მანძილზე აგროვებდნენ ფულს, რომ ეყიდათ ეს ველოსიპედი. ათი წლის შემდეგ ველოსიპედი ჩაანაცვლა მოპედმა. სახლში სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ის კარგ ფულს შოულობდა, უამრავი მეგობარი შეიძინა, მშობლები კი სრულიად ძველმოდურები გახდენ. ლუდის ბარებში და ღამის კლუბებში ბევრად უკეთ გრძნობდა თავს ვიდრე მშობლებთან.

მას სურდა, მოგონებებს ცხოვრების ამ პერიოდისთვის ხაზი გადაესვა ან გადაემალა სადღაც შორს. ფიქრები იმ დღეზე როდესაც პატარა ვალები გაიზარდა უსაშველობამდე, თუ როგორ დაბრუნდა მშობლებთან სახლში დახმარების სათხოვნელად, როგორ შემოჰკრა დედამ სიხარულის ტაში, ასადილა, ხოლო მამა უყურებდა მას სიხარულით და სიყვარულით სავსე თვალებით, როგორ ვერ შეძლო თავისი საჭიროების გამხელა. მან იცოდა სად ინახებოდა ფული და ამიტომ როდესაც მშობლები ოთახიდან გავიდნენ, მან უბრალოდ აიღო საჭირო რაოდენობის ფული და წავიდა.
ამ დღის შემდეგ მას არ უნახავს თავისი მშობლები. ასეთი საქციელის შემდეგ მას არ ჰყოფნიდა გამბედაობა, რომ სახლში დაბრუნებულიყო და მშობლებისთვის თვალებში შეეხედა. ის გაემგზავრა საზღვარდარეთ, შეუჩერებლად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. მშობლებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი და ამბავი მისი პატიმრობის შესახებ. მათი შვილი მსჯავრდებული იყო.

ღამღამობით ის ბევრს ფიქრობდა მშობლებზე. როდესაც მთვარის შუფი საკნის სარკმელში შემოანათებდა ის ოცნებობდა: „განვთავისუფლდები, და მაშინვე დავბრუნდები სახლში, მშობლებთან. იმ შემთხვევაში თუ ცოცხლები არიან… და სურთ ჩემი დანახვა“.

განთავისუფლების შემდეგ, იგი მოეწყო სამსახურში, მოსვენებას ვერ პოულობდა. რაღაც უხილავი ძალა ექაჩებოდა მას სახლისაკენ და მას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახსენებდა მას სახლს, იებით მოფენილ ეზოს, საქანელაზე მოქანავე ბავშვს, სკოლიდან შინისაკენ მორბენალ ყმაწვილს…

მას არ სურდა სახლში ცარიელი ჯიბეებით დაბრუნება, ამიტომ გზის უმეტესი ნაწილი მან ფეხით გაიარა, ხან საჭირო მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტით მოძრაობდა. მას დარჩენოდა სულ მცირე მანძილი; სულ რაღაც 30 კილომეტრი, როდესაც მას შემოეპარა ეჭვი: საერთოდ რა უფლება მაქვს მივიდე მშობლიურ სახლში? იცნობენ თუ არა ჩემში იმ ბიჭუნას, საკუთარ შვილს, რომელიც ასე უყვარდათ და რომელმაც ასე სასტიკად მოატყუა ისინი?

მამაკაცმა იყიდა ცოტაოდენი საჭმელი და ჩამოჯდა ხის ძირას, სადაც გაატარა მთელი დღე. წერილი რომელიც მან გააგზავნა იყო მოკლე, თუმცა მის დაწერას რამოდენიმე საათი მოანდომა. წერილი სრულდებოდა შემდეგი სიტყვებით: „ მე ვიცი, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ თქვენ გექნებათ ჩემი დანახვის სურვილი. მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია. ხუთშაბათს, დილით ადრიანად მე ვიქნები ჩვენს ქუჩაზე. თუ თქვენ სურვული გექნებათ მიხილოთ თქვენს სახლში, მაშინ ჩემი ყოფილი ოთახის ფანჯარაზე ჩამოკიდეთ თეთრი ბაირაღი. თუ ვნახავ იქ მოფრიალე ბაირაღს – მე შემოვალ, თუ არა – ხელს დაგიქნევთ, დაგემშვიდობებით და გავემგზავრები სხვა ქალაქებისკენ“.

და აი დადგა ხუთშაბათი. სახლისკენ მიმავალი ქუჩა ამ მოსახვევის შემდეგ იწყება, მაგრამ მან სვლა შეანელა, ჩამოჯდა ტროტუარზე და დააშტერდა ქვებს, რომლებიც მის ფეხთით ეყარა, – ყოველთვის გადადო გადამწყვეტი მომენტი არ შეიძლება. იქნებ, მშობლები აქ აღარ ცხოვრობენ? ან იქნებ მშობლები აქ ცხოვრობენ მაგრამ არ ენდომებათ ჩემი დანახვა?
ის რთულად წამოდგა ფეხზე. ქუჩაში ჯერ ისევ ბინდი იყო. და დაიძრა კაცი ბებერი ტირიფის მიმართულებით. მან იცოდა რომ ტირიფთან მიახლოვებულს შეეძლო დაენახა მშობლიური სახლი. ის მივიდა ტირიფამდე ისე რომ თავი მაღლა არ აუწევია.

შეყოვნდა, დახუჭა თვალები და რამოდენიმე წუთი იდგა ხის ქვეშ, შემდეგ, მან ღრმად ჩაისუნქა, და ნელა-ნელა გაახილა თვალები. გაიხედა ქუჩის ბოლოს და ადგილზე გაიყინა… მისი გული შეკრთა. განთიადი, მზის სხივები აშუქებდნენ სახლს, მაგრამ ეს აღარ იყო ის პატარა წითელი აგურის სახლი, არამედ სახლი რომელიც მორთული იყო უამრავი თეთრი ბაირაღებით. ყველა ფანჯარაზე ეკიდა თეთრი ზეწრები, თეთრი ფარდები, თეთრი ცხვირსახოცები… წითელი სახლი? ის წააგავდა თოვლის სასახლეს, რომელიც ბრწყინავდა ამომავალი მზის სხივებში.

მამაკაცი ატირდა. მისი გული კრთოდა, ის მიადგა სახლის კარს რომელიც ღია იყო შინ დაბრუნების და მისი მიღების ნიშნად.

პატრისია სენტ-ჯონის წიგნიდან

ჩატვირთვა...