უცნაური საქციელი (შთამაგონებელი ისტორია)

314

ხანდაზმული მამაკაცი და მისი 25 წლის შვილი მატარებლის ვაგონში შევიდნენ და თავისი ადგილები დაიკავეს. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა.

როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გაყო ხელი, რათა ჰაერის ნაკადი ეგრძნო და უცებ აღფრთოვანებულმა დაიყვირა: – მამა, ხედავ, ყველა ხე უკან მიდის!

ხანდაზმულმა მამაკაცმა საპასუხოდ გაუღიმა.

ახალგაზრდის გვერდით ცოლ–ქმარი იჯდა. ისინი ცოტა შეაცბუნა 25 წლის კაცის ასეთმა ბავშვურმა საქციელმა.

მოულოდნელად ახალგაზრდამ ისევ დაიყვირა: – მამა, ხედავ, ტბა და ცხოველები… ღრუბლები მატარებელთან ერთად მოდიან!

წყვილი გაოცებული აკვირდებოდა ახალგაზრდა კაცის უცნაურ საქციელს, რომელშიც მამამისი ვერავითარ უცნაურობას თითქოს ვერ ხედავდა.

წამოვიდა წვიმა და წვეთები ახალგაზრდას მოხვდა. ის კვლავ სიხარულით აღივსო და თვალები დახუჭა. შემდეგ კი დაიყვირა: – მამა, წვიმა მოდის, წყალი მე მეხება. ხედავ, მამა?

წყვილს დახმარების სურვილი გაუჩნდა და ხანდაზმულ მამაკაცს ჰკითხეს: – რატომ არ წაიყვანთ რომელიმე კლინიკაში საკონსულტაციოდ?

მამაკაცმა უპასუხა: – ჩვენ ახლა კლინიკიდან მოვდივართ. დღეს ჩემმა შვილმა პირველად დაინახა გარემო, იგი დაბადებიდან ბრმა იყო.

P.S ნუ განვიკითხავთ სხვა ადამიანების საქმეებს და საქციელს, რამეთუ არ ვიცით მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები…

ჩატვირთვა...