რის გაკეთება შეუძლია ღმერთს 57 ცენტით? (შთამაგონებელი ისტორია)

179

პატარა, ატირებული გოგონა იდგა ეკლესიასთან ახლოს… იმ ეკლესიასთან, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოაბრუნეს იმის გამო, რომ „ხალხმრავლობა იყო“. „საკვირაო სკოლაში ვერ შევდივარ.“ – შესჩივლა ტირილით გოგონამ გვერდით ჩავლილ ხუცესს. გაცვეთილ სამოსში ჩაცმულ, დაუვარცხნელ გოგონას ხუცესმა ხელი ჩაჰკიდა, შეიყვანა და საკვირაო სკოლაში ადგილი მოუძებნა. ამან ბავშვზე ისე ძლიერ იმოქმედა, რომ ღამით, როცა დასაძინებლად დაწვა, იმ ბავშვებზე ფიქრობდა, რომლებსაც ადგილი არ ჰქონდათ, რათა იესოსთვის თაყვანი ეცათ.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა. ღარიბულ სახლში მცხოვრებმა მშობლებმა გულკეთილ ხუცესს დაურეკეს, რომელიც მათი შვილის მეგობარი იყო და სთხოვეს, დაკრძალვის საკითხები მოეგვარებინა. მისი პატარა სხეული რომ ასწიეს, გაცვეთილი და დაჭმუჭნილი საფულე იპოვეს, რომელიც, როგორც ჩანს, ბავშვს ნაგავში ეპოვა. საფულეში 57 ცენტი და პატარა ბარათი იდო, სადაც ბავშვური დაჯღაბნილი ხელით ეწერა: „ეს იმისთვის არის, რომ პატარა ეკლესია დიდად იქცეს, რათა უფრო მეტ ბავშვს შეეძლოს საკვირაო სკოლაში სიარული.“ ორი წლის განმავლობაში გოგონა სიყვარულით აგროვებდა ამ ფულს. წერილის წაკითხვის შემდეგ თვალცრემლიანი ხუცესი მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

მან თან წაიღო ეს დაგლეჯილი ბარათი და კათედრიდან უამბო ხალხს ამ ბავშვის უანგარო სიყვარულისა და ერთგულების ამბავი. მან დიაკვნებს მოუწოდა, რომ ფულის შეგროვება დაეწყოთ ეკლესიის გასაფართოებლად, მაგრამ ამბავი ამით არ დამთავრებულა. ერთ-ერთმა გაზეთმა შეიტყო ამ ბავშვის შესახებ და მისი ამბავი გამოაქვეყნა. სტატიას უძრავი ქონების აგენტი გამოეხმაურა და მათ საკმაოდ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი შესთავაზა. დასახელებული ფასის გადახდა ეკლესიას არ შეეძლო. მაშინ, როცა უძრავი ქონების აგენტმა ეს შეიტყო, სანაცვლოდ მხოლოდ 57 ცენტი მოითხოვა. ეკლესიის წევრებმა დიდი შეწირულობა გაიღეს. 5 წლის განმავლობაში პატარა გოგონას საჩუქარი 250 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც, იმ დროისთვის, ძალიან დიდი თანხა იყო.

ფილადელფიაში ყოფნისას შეხედეთ ბაპტისტურ ეკლესიას (Temple Baptist Church – 3 300 ადამიანის ადგილია) და ეკლესიის უნივერსიტეტს, სადაც ასობით სტუდენტი სწავლობს. შეხედეთ კეთილი სამარიტელის საავადმყოფოს და  საკვირაო სკოლის შენობას, რომელიც ასობით მოსწავლეს მფარველობს. ამ შენობის ერთ-ერთ ოთახში შესაძლებელია პატარა, საყვარელი გოგონას სურათის ნახვა, რომლის 57 ცენტის მეშვეობით საოცარი ისტორია შეიქმნა.

წყარო: http://www.inspire21.com/

ჩატვირთვა...