უკაცრავად, თქვენ ღმერთი ხართ?! (შთამაგონებელი ისტორია)

849

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ნელ-ნელა დგებოდა ფეხზე. მსოფლიო განადგურებული იყო ომით და ნგრევით. სევდიანი სანახავი იყვნენ პატარა, მშიერი ობლები ომის სისასტიკისგან დანგრეულ ქალაქებში…

ერთ სუსხიან დილას ლონდონში, ამერიკელი ჯარისკაცი სამხედრო ბანაკში ბრუნდებოდა. მაშინ, როდესაც თავისი ჯიპი კუთხეში გააჩერა, ერთმა პატარა ბიჭმა მიიპყრო მისი ყურადღება, რომელსაც თავისი პატარა ცხვირი საკონდიტრო მაღაზიის მინაზე მიეჭყლიტა. მცხობელი ცომს ზელდა ფუნთუშების გამოსაცხობად.

მშიერი ბიჭუნა ჩუმად იყურებოდა, ცხვირი მინაზე ჰქონდა მიჭყლეტილი, ხმაურიანად ყლაპავდა ნერწყვს და თვალს აყოლებდა მცხობელის ყოველ მოძრაობას.

ჯარისკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ბიჭუნას მიუახლოვდა და ჰკითხა: „შვილო, გინდა ფუნთუშა?“

„ო, დიახ…მინდა“, – დაიბნა ბიჭი.

ჯარისკაცი საკონდიტროში შევიდა და ათამდე ფუნთუშა შეიძინა, ცოტა ხანში ის ფუნთუშებიანი პაკეტით დაბრუნდა უკან, ლონდონის ცივ, ნისლიან დილას ქუჩაში მდგარ ბიჭუნას გაუღიმა და უთხრა: „აი, გამომართვი.“

ჯარისკაცი წასასვლელად შებრუნდა და იგრძნო, რომ ვიღაცამ პალტოზე მოქაჩა. მიბრუნდა და გაიგონა, ბავშვის ჩურჩულით ნათქვამი: „ბატონო, თქვენ ღმერთი ხართ?!“

მაშინ, როცა ადამიანები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გვიყვარს, ჩვენ ღვთისნიერად ვიქცევით. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი საქციელით ადამიანებს ვაჩვენოთ, თუ როგორია ღმერთი. ღმერთს უპირობო, აგაპე სიყვარულით ვუყვარვართ და ეს სიყვარული კეთილია, სულგრძელი და იშვიათი.

ბევრ ადამიანს უჭირს, სწამდეს უხილავი ღმერთის. მათ „სხეულის“ მქონე ღმერთის ხილვა სურთ. სწორედ ამიტომ წარმოგზავნა ღმერთმა იესო და ამიტომ დააფუძნა ეკლესია დედამიწაზე.

ჩვენ ღვთის წარმომადგენლები ვართ დედამიწაზე და როდესაც ვემსახურებით ადამიანებს და გვიყვარს ისინი ღვთიური სიყვარულით, ამით ვუჩვენებთ, როგორია ღმერთი. ჩვენ მათ ვეხმარებით იმის გაგებაში, რომ უფალს ისინი ისევე უყვარს, როგორც ჩვენ, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერად.

ერთხელ ვიღაცამ თქვა: „შენ შეგიძლია გახდე ის ერთადერთი იესო, რომელსაც ადამიანი დაინახავს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.“ ეს სიმართლეა. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, პატივია ის, რომ წარმოვადგენდეთ ქრისტეს დედამიწაზე და მოდით, წარმოვაჩინოთ ის მთელი თავისი სისავსით.

ავტორი: ბრენტ სიმპსონი

ჩატვირთვა...