ცარიელი საჩუქრის ყუთი

105

ეს ამბავი ადრე მოხდა. მამამ თავისი 3 წლის გოგონა დასაჯა ოქროსფერი შესაფუთი ქაღალდის გაფუჭებისთვის. ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და რაკი პატარა გოგონა ცდილობდა ყუთის შეფუთვას და ნაძვისხის ქვეშ დადებას, ამან ძალიან გააბრაზა კაცი.

მიუხედავად ამისა, მეორე დილით გოგონამ საჩუქარი მიუტანა მამას და უთხრა: “ეს შენთვის არის, მამიკო.“

მამას რცხვენოდა თავისი გაბრაზების გამო, თუმცა თავი ისევ ვერ შეიკავა, როდესაც ნახა, რომ ყუთი ცარიელი იყო.

მან თავის პატარა გოგონას ხმამაღლა უყვირა: „ნუთუ არ იცი, რომ როდესაც ვინმეს საჩუქარს აჩუქებ, შიგნით აუცილებლად უნდა იყოს რაიმე?!“

გოგონამ ცრემლიანი თვალებით ახედა მას და უთხრა: „ო, მამიკო, ის სულაც არ არის ცარიელი. მე ჩემი კოცნებით გავავსე ყუთი. ყველა კოცნა შენია, მამიკო.”

მამას გული შეეკუმშა. ხელები მოჰხვია თავის პატარა გოგონას და პატიება სთხოვა.

ცოტა ხნის შემდეგ, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ბავშვი. ამბობენ, რომ მამა ძალიან დიდხანს ინახავდა ამ ოქროს ყუთს თავის საწოლთან და როცა მოიწყენდა, იღებდა ყუთიდან წარმოსახვით კოცნას და იხსენებდა ბავშვის სიყვარულს, რომელიც მან ამ ყუთში ჩადო…

თითოეულ ჩვენგანს უპირობო სიყვარულით და ათასი კოცნით სავსე ოქროს ყუთს გვაძლევენ ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ღმერთი. სხვა, ამაზე უფრო ფასეული, არაფერი გაგვაჩნია.

ჩატვირთვა...