ფირუზის მძივები (შთამაგონებელი ისტორია)

174

ერთი გამყიდველი თავის მაღაზიის დახლთან იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა მაღაზიის გარეთ მდგომ პატარა გოგონას, რომელიც თითქმის მიწებებული იყო მაღაზიის  ვიტრინას.

გოგონა თითქოს თვალებით რაღაცას ეძებდა, უცებ მას სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა, მაღაზიაში  შევიდა და სთხოვა  გამყიდველს  მისთვის ფირუზის მძივები ეჩვენებინა.

ეს ჩემი დისათვის  მინდა შეგიძლიად  ლამაზად რომ შემიხვიოთ? – იკითხა  პატარა  გოგომ.

გამყიდველმა მას ეჭვის თვალით შეხედა და  ჰკითხა:

–  ფული რამდენი გაქვს?

პატარა  გოგონამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჯიბიდან ამოიღო  პატარა ცხვირსახოცი, რაც მასში  იყო ყველაფერი  დახლზე  დადო და ბედნიერებისაგან გაღიმებულმა იკითხა:

– ეს  საკმარისია ?

იქ  იყო  რამოდენიმე ხურდა ფული. მაგრამ გოგონამ ამაყად გააგრძელა:

– იცით მე  მინდა ეს მძივები  ჩემს უფროს  დას  ვაჩუქო, რაც  ჩვენ დედა  გარდაგვეცვალა  მას შემდეგ ის  ზრუნავს  ჩვენზე ისე, რომ  თავისთვის  დრო არც  რჩება.  დღეს  მისი  დაბადების  დღეა  და  მე  დარწმუნებული  ვარ  რომ მას  ეს  საჩუქარი  ძალიან გააბედნირებს,  ეს  მძივები  მისი თვალების ფერს შეეხამება.

გამყიდველმა აიღო მძივები, ლამაზ კოლოფში  შეფუთა, ზედ  ლურჯი ლენტით  ბანტი  გაუკეთა. გოგონას  მისცა და უთხრა:

– გამომართვი და ფრთხილად წაიღე.

გოგონა  გახარებული  გამოვარდა  მაღაზიდან. საღამო ხანი  იყო  როდესაც მაღაზიაში  შემოვიდა  ახალგაზრდა  გოგონა  დახლზე  დადო  ნაცნობი  კოლოფი და  გამყიდველს  ჰკითხა.

– ეს  მძივები აქ  იყო ნაყიდი და  რა  ღირს?

– დიახ  აქ  ნაყიდია,  მაგრამ ყველა  საქონლის  ღირებულება ჩემს მაღაზიაში,  კონფიდენციალურია  ჩემსა  და კლიენტს  შორის – უპასუხა გამყიდველმა

შეწუხებულმა  გოგომ თქვა:

– ჩემს დას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, რომ ეყიდა ფირუზის ყელსაბამი! ამას ალბათ დიდი ფასი ადევს. ჩვენ მაგდენი თანხა არ გვაქვს!

კაცმა თავიდან შეფუთა ყუთი და დიდი სიფრთხილით მიართვა ახალგაზრდა გოგონას.

-მან გადაიხადა უდიდესი თანხა…ბევრჯერ მეტი ვიდრე გადაიხდიდა სხვა: მან ყველაფერი დათმო რაც ჰქონდა.

სიჩუმე  ჩამოვარდა  მაღაზიაში. ახალგაზრდა  გოგოს  სახეზე  ცრემლები  შეიმჩნეოდა  და  გულში  იხუთებდა  პატარა  კოლოფს  რომელშიც  მძივები  იყო  მოთავსებული.

ჩატვირთვა...