ნავიგაცია
ახალი ამბები
გული გაიმაგრე უფლის შვილო… – განსაცდელის დროს საკითხავი

გული გაიმაგრე უფლის შვილო… – განსაცდელის დროს საკითხავი

გული გაიმაგრე უფლის შვილო,შეიძლება შენს ცხოვრებაში დგას პერიოდი როცა ყველა ნაყოფი დაგცვივდა და ფოთოლიც აღარ შეგატოვა განსაცდელების ქარიშხალმა.

ისინი კი ვინც შენით იკვებებოდნენ და შენს ძლიერ ფესვებს პატივისცემით, მორიდებით უყურებდნენ, დღეს დამცინავად ჩაგივლიან და ზემოდან დაგყურებენ, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ არ მოდიოდნენ წელში მოხრილი და თავიანთ შიშებს და ეჭვებს შენს წინაშე არ ღვრიდნენ დახმარების მოლოდინში. ახლა კი როცა შენს წინააღმდეგ თითქოს მთელი ქვეყნიერება აღსდა, ისინიც აჰყვებიან ქვეყნიერების აღმასვლას, გიყურებენ სადღაც მაღლიდან და ამბობენ, „ღმერთმა დალეწა” და როგორც ღმერთის “ერთგული მონები”, ეხმარებიან “უფლის ნების” აღსრულებას და ალმოდებულ ისრებს ისვრიან ზემოდან, რათა ვეღარასდროს შეძლო წამოდგომა.

მაგრამ უფლის შვილო, განა არსებობს მამა, რომელიც შვილს ტანჯვაში დატოვებს?! მოდის დრო, როცა განსაცდელების ქარიშხალი დასრულდება, შენ ისევ შეიმოსები უფლის დიდებით, ისევ აივსები ნაყოფებით, ისევ ამაღლდები უფლის წინაშე და ისევ მოექცევა ქვეყნიერება შენს ფერხთით. ისევ მოიხრებიან წელში შენი აუგად მომხსენიებლები, ისევ მოვლენ და დაღვრიან შენს წინაშე ეჭვებს და შიშებს, ისევ დაელოდებიან შენგან შველას და შენ უფლის სიმაღლეზე მდგომი, ისევ გაიწვდი ხელს და გაუწოდებ შენს ნაყოფს, ისევ ამაღლდები მათ თვალში, რადგან უფალი მოგცემს ძალას და ავტორიტეტს მათ დასახმარებლად და გეტყვის ილოცე, რათა შენი ლოცვით განვკურნო ისინი. შენ ილოცებ და ისინი განიკურნებიან და იდგები სამარადჟამოდ.

გული გაიმაგრე უფლის შვილო, თუნდაც ახლა ყველა ნაყოფი დაგცვივდა, მოდის დრო როცა შენს მეფობას არ ექნება დასასრული უფალში.