ბილი გრემი: „იესო ქრისტე – ყველაზე უნიკალური პიროვნება”(ვიდეო)

0

„…ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“. გამოცხადება 5:12

ჰ. ჯ. უელსი წერდა: „ქრისტე ყველაზე უნიკალური პიროვნებაა კაცობრიობის მთელ ისტორიაში. არავის შეუძლია ადამიანთა მოდგმის ისტორიის დაწერა ისე, რომ უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი არ მიანიჭოს ღარიბ ნაზარეველ მოძღვარს“.

ეს პიროვნება, რომელსაც იესო ერქვა, დედამიწაზე ცხოვრობდა, სულ რაღაც, 33 წლის განმავლობაში. ის თავის სახლს 160 კილომეტრზე მეტი მანძილით არ დაშორებია და მაინც, ჩარლზ ლემი მართალი იყო, როცა წერდა: „კაცობრიობის ისტორიაში ყველა ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი რომ შეკრებილიყო და შექსპირი გამოჩენილიყო მათ შორის, ისინი ფეხზე წამოდგებოდნენ მისადმი პატივისცემის ნიშნად, ხოლო იესო ქრისტე რომ მისულიყო მათთან, ისინი დაემხობოდნენ და თაყვანს სცემდნენ მას“.