„ცოცხალი მსხვერპლი” – რიკ უორენი

0

„ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმინდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება” (რომ.12 :1 ).

რაში სჭირდება ღმერთს ჩვენი სხეული? რატომ არ ითხოვს სულის შეწირვას მსხვერპლად? იმიტომ, რომ სხეულის გარეშე ვერ შევძლებთ ვერც ერთი რეალური სქმის გაკეთებას დედამიწაზე. მარადისობაში ჩვენ ახალი, უკეთესი სხეულებით შევიმოსებით, მაგრამ სანამ აქ ვართ, ღმერთი გვეუბნება: „მომეცით ის, რაც გაგაჩნიათ.” უბრალოდ მას სურს, რომ არა მხოლოდ სიტყვით ვცეთ თაყვანი, არამედ საქმითაც.

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ასეთი ფრაზა: „არა, ვერ შევძლებ მოსვლას, მაგრამ სულით თქვენთან ვიქნები.” თუ იცით, რას ნიშნავს ეს? აბსოლუტურად არაფერს! ეს სრულიად უაზრო და უსარგებლო სიტყვებია! სანამ ამქვეყნად ხართ, თქვენი სული იქ იქნება, სადაც თქვენი სხეული იმყოფება, თქვენ ვერ იქნებით იქ, სადაც არ არის თქვენი სხეული.

თაყვანისცემისას ჩვენ „ცოცხალ მსხვერპლად” უნდა მივცეთ თავი ღმერთს. ჩვეულებრივ, სიტყვა „მსხვერპლი” მკვდართან ასოცირდება, მაგრამ ღმერთს სურს, რომ ჩვენ ცოცხალ მსხვერპლად ვრჩებოდეთ. მას სურს, რომ მისთვის ვიცხოვროთ, მაგრამ ცოცხალ მსხვერპლს შეუძლია მიატოვოს სამსხვერპლო და გაერიდოს მას, ჩვენ კი ხშირად სწორედ ასე ვიქცევით. კვირას მონდომებით ვიმეორებთ 22-ე ფსალმუნს, ორშაბათიდან კი ნელ-ნელა ვიწყებთ განზე გახედვას…

პირველ რიგში, ნამდვილი თაყვანისცემის მიზნით, ეგოიზმისა და პატივმოყვარეობისგან უნდა გავთავისუფლდეთ. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც ვემსახუროთ და საკუთარ თავსაც… თუკი ღმერთს მაშინაც ვადიდებთ, როცა ნაკლებად გვაქვს ამის სურვილი და დაღლილობის მიუხედავად მაინც ეკლესიაში მივდივართ სხვათა დასახმარებლად, როცა თავადაც ძლივს ვდგავართ ფეხზე, – ამით ცოცხალ მსხვერპლს ვწირავთ უფალს…

რიკ უორენი, ამონარიდი წიგნიდან „მიზანდასახული ცხოვრება.”