ნავიგაცია
ყოველდღიური საკითხავი – ღმერთის მიერ დადგენილი დრო და ვადები სრულყოფილია

ყოველდღიური საკითხავი – ღმერთის მიერ დადგენილი დრო და ვადები სრულყოფილია

„… რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება − კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.“ (რომაელთა 12:2).

ღმერთს თითოეული ქრისტიანისათვის აქვს გეგმა. ყოველი გარემოება, ბედის ყოველი შემობრუნება თქვენდა სასიკეთოდაა. ყველაფერი შეწყობილად მოქმედებს. თქვენთვის განკუთვნილი ღვთის გეგმა სრულდება. ყოველივე თქვენდა სასიკეთოდ და უფლის სადიდებლად მოქმედებს.

ბევრი ჩვენგანი ღმერთს გარემოებათა შეცვლას ვთხოვთ, რომ ისინი ჩვენს სურვილებს მოერგოს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ნება მის ნებას შევუსაბამოთ. გარემოებებს თქვენი დამწუხრების ნებას ნუ მისცემთ, არამედ ეძიეთ ღვთის ნება თქვენი ცხოვრებისათვის, რათა მისი ნება თქვენში და ამ გარემოებებში გამოვლინდეს.

ბილი გრემი